|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს-მ 4 კილოზე მეტი კანაფი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1977 წელს დაბადებული დავით წ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, 9 ძირი კანაფი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 3 კილოს და 195 გრამს იწონის. ასევე ამოღებულია 432,30 გრ გამომშრალი მარიხუანა და 15 ძირი გამომშრალი კანაფი, რომელიც 1 კილოს და 495 გრამს იწონის. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა