|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს-მ თაღლითობის ფაქტი გახსნა

შსს-მ თაღლითობის ფაქტი გახსნა. როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, უწყების თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული იოსებ კ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული, რომელიც ერთ-ერთ კომპანიაში დისტრიბუტორად მუშაობდა, თაღლითურად დაეუფლა ამავე კომპანიის კუთვნილ, 450 ყუთ საბავშვო ჰიგიენურ საფენს, რითაც აღნიშნულ კომპანიას 28 800 ლარის ზარალი მიაყენა. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა თაღლითურად დაუფლებული პროდუქციის ნაწილი გაყიდა. სამართალდამცველებმა ფული და მითვისებული საქონელი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით) მიმდინარეობს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა