|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"შუშანია ცრუობს, რომ კომისიები ჩვენს გამო დატოვა"- ალეკო ახალაძე

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ალეკო ახალაძე გიგა შუშანიას განცხადებას ეხმიანება, რაც მის მიერ ქუთაისის საკრებულოს კომისიების დატოვებას უკავშირდება. ახალაძის თქმით, შუშანიას ერთი კომისია 6 თვის წინ აქვს დატოვებული, მეორეს დატოვების შესახებ კი განცხადება 11 ივნისითაა დათარიღებული. 

"შუშანია ცრუობს, რომ კომისიები ჩვენს გამო დატოვა. მან ეკონომიკის კომისია 6 თვის წინ დატოვა, სიძულვილის ენის და ჩემს გამო მაშინ ის კომისია არ დაუტოვებია. მეორე კომისიის დატოვების შესახებ განცხადება კი 11 ივნისით აქვს დაწერილი. მისთვის სიძულვილის ენაა, როდესაც სიმართლეს ეუბნები. არ არსებობს საკითხი, რომ მე ის არ მემხილებინა. მე ის გამოვიწვიე პოლიტიკურ დებატებში და უარი განაცხადა, რომ თითქოს მე პოლიტიკოსი არ ვარ. უხერხულია მისი მხრიდან ამაზე საუბარი... უსაფუძვლო ბრალდებებს მიყენებს, ცილს მწამებს...  მეც  მაქვს მის წინააღმდეგ პრეტეზია, მაგრამ არ მინდა ბოლომდე გავშიფრო, რომ შემდეგ მისმა ზემდგომებმა ის საკრებულოდან გაიწვიონ და მასზე ჭკვიანი მოვიდეს, ამიტომ იყოს იქ, ძალიან გვაწყობს ჩვენ," -განაცხადა ალეკო ახალაძემ.

შეგახსენებთ, საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადებით, პროტესტის ნიშნად იმ კომისიებს ტოვებს, სადაც ნანა კოსტავა და ალეკო ახალაძე არიან წარმოდგენილი.   როგორც შუშანიამ აღნიშნა, მას ეკონომიკის კომისია უკვე დატოვებული ქონდა, ახლა კი საფინანსო-საბიუჯეტო კომისია დატოვა.

 ნანა კოსტავას მიერ დაწერილი სიძულვილის შემცველი პოსტი სოციალურ ქსელში 29 მაისს გაჩნდა - "კაი დღეში ხარ, ახლა იცინე" - წერდა ის ექსკურსიაზე დაღუპული არასრულწლოვანის დის სალომე ბარკერის მისამართით. კოსტავას პოსტმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და საკრებულოდან მისი წასვლა მოითხოვეს. ამის პასუხად კოსტავამ ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, საკრებულოდან წასცლაზე კი უარი გადაცხადა. კოსტავას ღია მხარდაჭერა ქუთაისის საკრებულოში მხოლოდ ალეკო ახალაძემ გამოხარა, რის გამოც ის სამოქალაქო აქტივისტებს დაუპირისპირდა. ბოლო დღეებში საზოგადოების ყურადღების ცენტრში ასევე ახალაძის განცხადებები მოექცა.  მისი განცხადებით, შესაძლოა, მომიტინგეებს დამიზნებით "ჩანერგილი სპეცრაზმელები" ესროდნენ  თვალში, რათა ამას რევოლუციური პროცესები მოჰყოლოდა და აქციის მონაწილეებს ეთქვათ, “თვალები დაგვთხარესო".

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა