სიმონეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა
მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის ავტომანქანა, რომელსაც პირადი შემადგენლობა სიმონეთის პოლიგონზე სწავლებაში მონაწილეობის მიზნით გადაჰყავდა, ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად 6 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.
კოლონა დასახლებულ პუნქტ სიმონეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაადგილების წესების დაცვით, სამხედრო პოლიციის ესკორტით მოძრაობდა, თუმცა ხეს შეეჯახა და 6-მა სამხედრო მოსამსახურემ სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.
უწყების პრესსამსახურის განმარტებით, სამხედროები გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადიან მკურნალობას. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმირებული არიან დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები.
შემთხვევის ადგილზე თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე და სამხედრო პოლიციის უფროსი დავით კარიაული იმყოფებოდნენ.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















