|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სინდისის პატიმრების მშობლები დღეს გაზეთებს იმერეთში არიგებენ

სინდისის პატიმრების მშობლები დღეს იმერეთში იმყოფებიან.  ისინი მხარის რამდენიმე  მუნიციპალიტეტს მოივლიან, მოსახლეობას გაესაუბრებიან  და სინდისის პატიმრების წერილებით შედგენილ გაზეთს დაარიგებენ. 

სინდისის პატიმრის თორნიკე გოშაძის დედის მარიზი კობახიძის თქმით, ამ ბრძოლას არ შეწყვეტენ, ვიდრე პროევროპული აქციების დროს დაკავებული ყველა ადამიანი არ გათავისუფლდება. 

„მივემგზავრებით იმერეთში, დავიწყებთ ზესტეფონით, შემდეგ ჩავალთ თერჯოლაში, სამტრედიასა და ქუთაისში, დავარიგებთ გაზეთებს. მოსახლეობას გავაცნობთ ჩვენი პატიმრების წერილებს, რომლებიც ციხიდან არის გამოგზავნილი. ამ მარათონს არ შევწყვეტთ, ვიდრე პატიმბრები არ იქნებიან თავისუფლები", - თქვა მარიზი კობახიძემ. 

 სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ამ საღამოს უწყვეტ საპროტესტო აქციას ქუთაისში შეუერთდებიან. 

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა