სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები დღეს გაზეთებს ქუთაისში დაარიგებენ
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები იმერეთში გაზეთების დარიგებას განაგრძობენ. ისინი გაზეთებს დღეს ქუთაისში დაარიგებენ. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა სიმართლე იცოდნენ.
როგორც ისინი აღნიშნავენ, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმ აბსურდულ ბრალდებებზე, რომლითაც "ოცნების" ხელისუფლებამ ევროპული კურსის მხარდასაჭერ აქციებზე დაკავებულთა ნაწილი გაასამართლა ან უახლოეს პერიოდში გამოუტანს განაჩენს.
სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედა მარიზი კობახიძე ამბობს, რომ ქუთაისის მოსახლეობა მათ გულთბილად დახვდა.
„მადლობა ქუთაისს, რომ დაგვხვდა ძალიან თბილად და არც იყო გასაკვირი, იმიტომ, რომ ჩვენ ჩამოვედით დიდი ქალაქიდან მეორე დიდ ქალაქში და ამ ქალაქის იმედი სულ გვაქვს. ყოველთვის გვიხაროდა, როცა გავიგებდით, რომ აი, ქუთაისში აქცია იმართება, ბათუმში აქცია იმართება. ყველაზე დიდი ძალა ხართ მაშინ ჩვენთვის იმიტომ, რომ ჩვენ 9 თვეა უკვე დაუღალავად ვიბრძვით ჩვენს შვილებთან ერთად, - ამბობს მარიზი კობახიძე.
შეგახსენებთ, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები გუშინ უწყვეტ აქციას ქუთაისში შეუერთდნენ.
ავტორი: