|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სიძის განძრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

ტყიბულში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს.
განზრახ მკვლელობის ბრალდებით  დაკავებულია 1957 წელს დაბადებული მერაბ გ.  მას 
 ბრალად ედება სიძის დანძრახ მკვლელობა ედება. შსს-ს თანახმად, ეჭვმიტანილმა  ტყიბულის რაიონის სოფელ საწირეში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა სიძეს - 1972 წელს დაბადებულ პაატა კ-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
 ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 თვითმხილველების თქმით, სიმამრის მიერ სიძის მკვლელობას წინ ოჯახური კონფლიქტი უძღოდა.
"მოკლული რამდენჯერმე იყო ნასამართლევი. ცოლთან სულ პრობლემები ჰქონდა – ხან ჩხუბობდნენ, ხან რიგდებოდნენ. ერთი თვის წინაც დასცილდნენ. გარდაცვლილი დროდადრო მიდიოდა ყოფილი მეუღლის სახლში, აყენებდა მას და მისი ოჯახის წევრებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. დღეს დილითაც დანით მივიდა მათ ოჯახში, ცოლს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მსუბუქად დაჭრა ოჯახის კიდევ ერთი სიძე. ამაში ჩაერია მისი სიმამრი და სიძე თავისივე დანით დაჭრა. ის სახლიდან რამდენიმე მეტრში გარდაიცვალა", - ყვებიან თვითმხილველები.

წყარო:ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა