საჯარო სკოლებში ფიზიკურ აქტივობას მეტი ყურადღება მიექცევა
"ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში კიდევ უფრო აქტუალური ხდება ფიზიკური აქტივობა და ფიზიკური ვარჯიში. ამიტომ ჩვენ გვინდა დღეიდან ყველა ბავშვს, ყველა სკოლას შევთავაზოთ ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება და ფიზიკური აქტივობა. ჩვენ, განათლების სამინისტროსთან, ასევე სპორტის სამინისტროსთან, სპორტულ ფედერაციებთან შევიმუშავებთ ყველა სკოლისთვის განსაკუთრებული ფიზიკური აქტივობის პროგრამას, რომელშიც ყველა ბავშვი იქნება ჩართული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ინიციატივის შესახებაც გიორგი კვირიკაშვილი დღეს თბილისში #103-ე სკოლის გახსნისას ისაუბრა. მისი თქმით, განათლების რეფორმა მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის საკითხზე განათლების მინისტრმაც ისაუბრა. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, "რაღაც პერიოდში სპორტულ აქტივობებს შედარებით ნაკლები ყურადღება ექცეოდა. ტექნოლოგიების განვითარების ფონზე, მოგეხსენებათ ჩვენი შვილები ”აიფონებში”, ”აიპადებში” არიან ჩამძვრალი, ეზოში ჩასვლაც არ უნდათ და ხშირ შემთხვევაში ფიზიკურ აქტივობას მოკლებული არიან. ჩვენ ვაპირებთ სკოლის ბაზაზე არამარტო ფიზკულტურის გაკვეთილით, არამედ მის გარეთაც შევქმნათ მოტივი ყველა ბავშვისთვის, რომ იყოს აქტიურად ჩართული სპორტში. ჩვენ ვაპირებთ ბავშვების ჩართულობა ჯანსაღი ცხოვრების წესში გაიზარდოს. დარწმუნებული ვართ, ბავშვებს უნდათ ამ მიმართულებით განვითარება”.
მინისტრის თქმით, ამ ინიციატივებში ჩართულია სპორტის სამინისტრო და სპორტული ფედერაციები.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















