|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სკოლებში ჯანსაღი კვება ინერგება - ბრძანებას ხელს მინისტრი აწერს

სკოლის ბუფეტებში ჯანსაღი კვება ინერგება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნების  დაწესების შესახებ მოთხოვნების დამტკიცდა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ბრძანებაში, რომელსაც  ხელს განათლებვის მინისტრი გიორგი ამილახვარი აწერს, ასახულია სკოლის კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების რეკომენდაციები – აკრძალული მზა კვების პროდუქტები და ინგრედიენტები, ეს ნიშნავს რომ   მოზარდებისთვის შედგენილი მენიუდან იშლება ტკბილეულობა, ჩიფსები, მაიონეზიანი, ზედმეტად მარილიანი და ზედმეტად შაქრიანი საკვები. 

ამასთანავე, გაკონტროლდება სკოლის კვების ობიექტის თანამშრომელთა პირადი ჰიგიენის მოთხოვნები და სხვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მონიტორინგის განხოეციეკლება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების გარდა, შეეძლება სკოლის მონიტორინგის ჯგუფს, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საბაზო და/ან საშუალო საფეხურის მოსწავლეებით, სკოლის მოსწავლეთა მშობლებით, მასწავლებლებით (სასურველია ბიოლოგიის), სკოლის ექიმი/ექთნით და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებით.

 სკოლა უფლებამოსილია მონიტორინგის ჯგუფში ჩართოს მუნიციპალიტეტში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრისა და მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებიც.

 

ავტორი: