ქართული საგალობლების შესწავლა სკოლებში დაიწყება
სკოლებში ქართული საგალობლების შესწავლა მოხდება. ახალი პროგრამის შემოღების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ეროვნულ მუზეუმში ისაუბრა.
მამუკა ბახტაძეს ამ თხოვნით საქართელოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რამდენიმე დღის წინ მიმართა.
მამუკა ბახტაძემ განცხადება მე-10 საუკუნის სამუსიკო ნიშნების კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე გააკეთა. ეროვნულ მუზეუმში შეკრებილებს ანჩისხატის გუნდის წევრებმა მიქაელ მოდრეკილის ნევმური სისტემის შესახებ საკუთარი კვლევა გააცნეს.
"ეს არის ჩვენი საგანძური, რომელსაც განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება. ჩვენ აქტიურად ვცდილობთ და სახელმწიფო პროგრამაც დავიწყეთ, რომლის მიხედვითაც, ჩვენი სურვილი და მოწოდებაა ის, რომ საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტში ისწავლებოდეს ქართული ფოლკლორი და მათ შორის, ჩვენი უნიკალური საგალობლები. რამდენიმე დღის წინ ასევე უნიკალური მოვლენა იყო, როდესაც ქართული საგალობლების რვატომეული გამოიცა. თუმცა, ეს არის პირველი ნაბიჯები. ეს საგანძური იმდენად დიდია, რომ კიდევ წლებია სამუშაო იმისთვის, რომ სრულად დავრწმუნდეთ გვაქვს გამოცემული ყველა ქართული საგალობელი",- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















