|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სკოლის მანდატურების ხელფასი 300 ლარით გაიზარდა

სკოლის მანდატურების ხელფასი 2026 წლის იანვრიდან 300 ლარით გაიზარდა და 1 700 ლარი იქნება, - შესაბამის ბრძანებას ხელი „ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ მოაწერა.

„პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხელშეკრულებების საფუძველზე ერთი მანდატურის საშტატო ერთეულით გაწეული მომსახურების საფასური თვეში განისაზღვროს 1 700 ლარის ოდენობით;

კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახით შექმნილ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხელშეკრულებების საფუძველზე ერთი მანდატურის საშტატო ერთეულით გაწეული მომსახურების საფასური თვეში განისაზღვროს 1700 ლარის ოდენობით“, – ნათქვამია ბრძანებაში.

 

 

ავტორი: