|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოციალურ საცხოვრისში მოქალაქეთა შესახლება უახლოეს მომავალში დაიწყება

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე საცხოვრისში 48 ოჯახის შესახლდება. ამ ეტაპზე მათი შერჩევა მიმდინარეობს.

ბინადრებმა საცხოვრისში ფართის მისაღებად რამდენიმე კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილონ. შენობა, რომლის რეაბილიტაცია-მოწყობაც  მერიის მიერ 2 მილიონ ნახევრად მოხდა მერიის მფლობელობაში დარჩება და ის არ გადაეცემა ოჯახებს, როგორც საკუთრება. ფართები იქნება დროებით სარგებლობაში და როცა მოქალაქის მდგომარეობა გაუმჯობესდება, იმ ფართს სხვა გაჭირვებული ადამიანი გამოიყენებს.

როგორც მერიაში განმარტავენ, უსახლკარო ადამიანებისათვის სოციალური საცხოვრისის მოწყობა დასრულდა. ამ ეტაპზე ეზოს და მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც 289 000 ლარი ჯდება.

მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საბინაო სამსახურის უფროსთან და თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა. აღნიშნულ ადგილზე 4000კვ.მ დაწნეხილი ფილები იგება. ეზოსთან ახლოს ასევე მოეწყობა სპორტული მოედანი. კორპუსი, სადაც უსახლკაროები იცხოვრებენ 4 სართულიანია. საცხოვრებელი ფართით 48 ოჯახის დაკმაყოფილება მოხდება.

 

ქუთაისში სოციალური საცხოვრისი ნიკეას ქუჩაზე მოეწყობა

ქუთაისში სოციალური საცხოვრისის მშენებლობა დასრულდა

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა