|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარი გახდება

 1-ელი ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარი გახდება. ამის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის  სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით წელს ჯამური ბიუჯეტი 341 მილიონი ლარი იქნება.

 "ერთი წლის წინ, ჩემი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გავუორმაგეთ, მანამდე 50 ლარი იყო და 100 ლარი გახდა. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დახმარება 150 ლარი გახდეს. ანუ, 1-ელი ივნისიდან თითო ბავშვზე აღნიშნული დახმარება 150 ლარს შეადგენს.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით 341 მილიონი ლარი იქნება წელს ჯამური ბიუჯეტი. ასევე, ეს დახმარება მომავალი წელსაც გაგრძელდება",-განაცხადა ღარიბაშვილმა.

აღნიშნული გადაწყვეტილება  215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება.

ავტორი: ნიუპრესი