|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სოციალურად დაუცველთა სახლების სახურავების რეაბილიტაცია მოხდება

ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული ელექტრონულ ტენდერში  NAT180015303,  რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, საცხოვრებელი სახლების ავარიული სახურავების რეაბილიტაციის სამუშაოებს ითვალისწინებს, განაცხადების მიღება დღეს დასრულდა. 

ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს "ჯორჯიან ტექნოგრუპი"დააფიქსირა. კომპანია ქუთაისშია რეგისტრირებული.  121 894 ლარის შეთავაზების პირობებში კომპანიამ  სამუშაოების შესრულებაზე თანხმობა 113 300 ლარის სანაცვლოდ დააფიქსირა. 

 კომპანიასთან  ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მან სამი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს სამუშაოების დასრულება. 

 ქუთაისის მერიამ სამუშაოების პროექტირებისათვის ტენდერი 4 -ჯერ გამოაცხადა, რის შემდეგაც მოხდა გამარჯვებულის გამოვლენა. მხოლოდ საპროექტო დოკუმენტაციის შედეგენის შემდეგ გახდა შესაძლებელი სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადება. 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა