|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ბინების გადაცემა დაიწყო

ქუთაისში, ახლადრეაბილიტირებულ სოციალურ საცხოვრისში ცოციალურად დაუცველი ადამიანების შესახლების პროცესი დაიწყო. შენობაში  80 ოჯახი 2 კვირის  განმავლობაში ეტაპობრივად შესახლდება. საცხოვრისში 30 უსახლკარო უპირობოდ შესახლდა, დანარჩენმა ბენეფიციარებმა კი ბინა გარკვეული კრიტერიუმების შედეგად მიიღო.
როგორც ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ განაცხადა, სოციალურად დაუცველთა შეფასების დროს პრიორიტეტი ოჯახში შშმ პირების არსებობოსა და არასრულწლოვანი ბავშვების რაოდენობაზე გაკეთდა.

სოციალურად დაუცველ რამდენიმე ოჯახს ბინის გასაღები ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ,  იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ვიცე გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა,  ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატებთან გენადი მარგველაშვილთან და დიმიტრი მხეიძესთან და  საბინაო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გადასცეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, 350 სოციალურად დაუცველი ადამიანი დღეიდან ახალ ბინებში იცხოვრებენ, ამ მიმართულებით მუშაობას სამომავლოდ აუცილებლად გავაგრძელებთ“, -განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ. 

"ჩვენ პირველ ეტაპზე შევძელით რომ 80 ოჯახისთვის შეგვექმნა სოციალური საცხოვრისი, რომელიც არის სრულად ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ასევე ყველა პირობა არის იმისთვის რომ ადამიანებმა ნორმალურ პირობებში იცხოვროს. ჩვენ ვგეგმავთ რომ შენობის ადმინისტრირება მოვახდინოთ, რადგან სოციალური საცხოვრისი დროებითი საცხოვრებელია და მას ყურადღება ესაჭიროება. ეს არის დასაწყისი, რა თქმა უნდა, 80 ოჯახით პრობლემა ვერ შემოიფარგლება, მაგრამ ეს ასევე არის ძალიან სერიოზული განაცხადი, რომ 350 ადამიანი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით. დარწმუნებული ვარ პროექტი გაგრძელდება", -განაცხადა შოთა მურღულიამ.

სოციალური საცხოვრისის ბინადრებს ბინა საკუთრებაში 5 წლის განმავლობაში ექნებათ, 5 წლის შემდეგ კი მათი ეკონომიკური მდგომარეობა გადაიხედება.

საქართველოში სოციალური საცხოვრისი პირველად ქუთაისში აშენდა.

 

ამ თემაზე: ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში ბინის მომლოდინეთა სია ცნობილი გახდა

ავტორი: ხატია ბანძელაძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა