|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის ორგანიზაციის თანამშრომლებთა გაფიცვა გძელდება [VIDEO]

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის ორგანიზაციის თანამშრომლებთა პროტესტი გძელდება. სოცმუშაკები წერეთლის უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ და მათი მოთხოვნები გააჟღერეს. 

აქციის მონაწილეები სამუშაო პირობების და სერვისების გაუმჯობესებას და თანამშრონელთა რაოდენობის გაზრდას მოითხოვენ.

"ჩვენი მიზანი არ არის გაფიცვა და ადამიანებისთვის პრობლემის შექმნა, ჩვენი მიზანია გამართული სერვისები და სათანადო პირობები, ამიტომ მეორე დღეა ვაგრძელებთ პროტესტს, ვმართავთ აქციას და მოვითხოვთ მოთხოვნების დაკამყოფილებას. სოცმუშაკები არასათანადო პირობებში მუშაობენ და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა მოთხოვნები შესრულდა, მცდარია. ასევე შეუძლებელია ერთ დღეში აყვანილ ადამიანებს შეეძლოთ ბენეფიციარების სათანადო მომსახურება", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ისინი შექმნილი მდგომარეობის გამო ბენეფიციარებს ბოდიშს უხდიან. სოცმუშაკების თქმით, გაფიცვა გაგრძელდება, ვიდრე ყველა მოთხოვნა არ შესრულდება.

სოცმუშაკების აქცია სახალხო დამცველის წარმომადგენელი, არასამთავრობო ორგანიზაციები და სტუდენტები შეუერთდნენ.

იმერეთში 32 სოცმუშაკია. ისინი მსვლელობით ქალაქის მერიისკენ გაემართებიან სოციალური მომსახურეობის სააგენტოსთან მივლენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა