|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის მასშტაბით სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა თანამშრომელი გაიფიცა

დღეს იმერეთის მასშტაბით ყველა სოცმუშაკი გაიფიცა.
"დაუცველი დამცველები", "ჩვენ ვიფიცებით" ჩვენი პროფესიის გადასარჩენად ამ გზავნილებით სააგენტოს თანამშრომლები ქუთაისში სოც.მომსახურების სააგენტოს იმერეთის ცენტრის წინ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები არასათანადო პირობებს აპროტესტებენ.
სააგენტოში დასაქმებული მუშაკები უმძიმესი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ და ბენეფიციარებისათვის ეფექტური მომსახურებების შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ.
მათი თქმით, ასევე თანამშრომელთა რაოდენობა ცოტაა და ვერ ახერხებენ სრულყოფილად მუშაობას. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროტესტის გაგრძელებას აანონსებენ.
აქციის მონაწილეებს "საიას" წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
  

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა