|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების პროტესტი გრძელდება

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის ორგანიზაციის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. გაფიცული სოცმუშაკები მეხუთე დღეა აქციებს მართავენ. დღეს გაფიცულები მესხიშვილის თეატრთან შეიკრიბნენ და თავიანთი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს.

"პროტესტი გრძელდება და არ შეეწყდება, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები. მართალია, მუშაკთა ნაწილი შეხვდა მინისტრს, ასევე ჯანდაცვის კომიტეტზე განიხილეს საკითხი და იმსჯელეს ოთხი პუნქტის დაკმაყოფილებაზე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე მოთხოვნები მაქსიმალურად არ დაკმაყოფილდება"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათი თქმით, მათთვის უცნობია, ამჟამად რა ხდება სააგენტოში ბენეფიციართა მომსახურების მხრივ, თუმცა აცხადებენ, რომ ბენეფიციარები დახმარების თხოვნით მათ უკავშირდებიან.

გაფიცული სოცმუშაკები დღეს "საიას " ოფისშიც იმყოფებოდნენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები მეხუთე დღეა გაფიცულები არიან, ისინი ხელფასების გაზრდას და სერვისების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა