|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სოცმუშაკები იყენებენ კანონიერ უფლებას და მათი ჩანაცვლება არ მომხდარა"

იმერეთის სოციალური მომსახურეობის სააგენტოს თანამშრომლების პროტესტს სააგენტოს ხელმძღვანელი პასუხობს. ნინო ჭიღლაძის თქმით, სოცმუსაკები კანონიერი უფლებით სარგებლობენ, ამასთან, განმარტავს, რომ სამინისტრო  მათი მოთხოვნების შესრულებაზე მუშაობს.

"იყენებენ თავის უფლებას და აქვთ პროტესტი. რაც შეეხება სააგენტოს მუშაობას, ვართ სამუშაო რეჟიმში, არ ხდება სერვისების შეფერხება.  რა თქმა უნდა, გეგმიური შემოწმება შეჩერებულია, ამას რესურსი ჭირდება, მაგრამ არცერთი გადაუდებელი შემთხვევა არ რჩება  ყურადღების გარეშე. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბენეფიციარები არ დაზარალდნენ. რაც შეეხება თანამშრომელთა რაოდენობას,  მეტი უნდა იყოს და სამინისტროშიც მუშაობენ ამაზე.  ამასთან, გაფიცულთა სხვა მოთხოვნების შესრულებაზეც მუშაობენ", -განაცხადა ნინო ჭიღლაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე თანამშრობლების  ჩანაცვლება არ მომხდარა, რადგან  სოცმუშაკი არის სპეციალური განათლების მქონე, რომელსაც მარტივად ვერავინ ჩაანაცვლებს. იმ შემთხვევაში, თუკი დიდხანს გაგრძელდა აქცია, აცხადებს, რომ გრძელვადიან გეგმაზე სამინისტროში შემუშავებულია ბრძანება და იმის მიხედვით იმუშავებენ, ასევე განმარტავს, რომ დამატებითი თანამშრომლების შერჩევა ამ დრომდეც იყო გამოცხადებული.

სოცმუშაკების აქცია მეორე დღეა გრძელდება. გაფიცულები მათი მოთხოვნების შესრულებას მოითხოვენ. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა