წყალტუბოში 6 საბავშვო ბაღში ბავშვები მოიწამლნენ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის 6 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჰოსპიტალ "მედიქალ სითიში" 25 აღსაზრდელია შეყვანილი.
ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის 11 პაციენტი გადის სტაციონალურ მკურნალობას, მათგან ნაწილს უკვე დაუდგინდა კვებითი ინტოქსიკაცია, რაც სავარაუდოდ, რძის ნაწარმის და ბოსტნეულის მიღებას უკავშირდება.
მშობლების თქმით, ბავშვებს მუცლის ტკივილი, ღებინება და მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ.
დღესვე საავადმყოფოში ბავშვები მოინახულა დაავადებათა კონტროლის თავმჯდომარის მოადგილემ პაატა იმნაძემ, მისი თქმით, გამოძიება დაადგენს, თუ რამ გამოიწვია მცირეწლოვანი ბავშვების ინტოქსიკაცია.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















