სოფო ბობოხიძის სახელობის გარდამავალი თასის მფლობელი „ტორპედო“ გახდა
1 არხის ოპერატორის სოფო ბობოხიძის სახელობის ტურნირი ფეხბურთში ჭაბუკთა შორის დასრულებულია. შეჯიბრებები „აია არენაზე“ 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა.
მე-3 ადგილზე „მართვე“ გავიდა, მე-2 ადგილის მფლობელი „ქუთაისი“ გახდა, ტურნირის გამარჯვებული კი „ტორპედოა“.
ტურნირი ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით შედგა. მასში იმერეთის რეგიონის 8 გუნდი მონაწილეობდა.
გამარჯვებულ გუნდებს შესაბამისი პრიზები ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ და სოფო ბობოხიძის ოჯახის წევრებმა გადასცეს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.92%
გაუარესდა - 53.17%
არ შეცვლილა - 11.9%
სულ - 126 ხმა



12:21
16:16
14:41
11:37
06:00
















