|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო აქცია წელსაც გაიმართება

გარდაცვლილი ქუთაისელი ჟურნალისტის სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო აქცია წელსაც გაიმართება. როგორც საკრებულოში განმარტავენ, აქცია ტრადიციულ სახეს მიიღებს და წელსაც გაიმართება. საკრებულოში ჯერ ვერ ასახელებს აქციის ჩატარების თარიღს, თუმცა ამბობენ, რომ მომავალ კვირას ეცოდინებათ ზუსტი თარიღი. 

აქცია გასულ წელს საკრებულოს იმჟამინდელი თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დაფუძნდა. აქციის მიზანია, იმ ადამიანების დახმარება, რომლებიც სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.

სოფო ბობოხიძე გასულ წელს გარდაიცვალა. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა