|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 2 კი კრიტიკულ მდგომარეობაშია

სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად ლენტეხის მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანი დაიღუპა, 2 მოწამლული კი ქუთაისში გადმოიყვანეს.

76-ისა და 67 წლის პაციენტები მძიმე მდგომარეობაში ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან.

საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის დავით ჯანაშიას ინფორმაციით,  2 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

 "ერთი პაციენტი, როგორც ვიცით, სოკოს მიღებისდან ნახევარ საათში გარდაიცვალა, ჩვენთან იმყოფება 2 პაციენტი, კრიტიკულ მდგომარეობაში, იმყოფებიან ფილტვების ხელოვნური ვენტილაციაზე და ესაჭიროებათ მედიკამენტოზური მხარდაჭერა" - განაცხადა დავით ჯანაშიამ. 

ექიმის თქმით, უცნობია, რა სოკო მიიღეს მათ. მოწამლულები და გარდაცვლილიც ნათესავები იყვნენ.

მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა