|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოკოთი მოწამლული სამივე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა

სოკოთი მოწამლული სამივე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა. შედარებით უკეთესია იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელიც დასავლეთის რეგიონალურ ცენტრშია მოთავსებული.

მკურნალი ექიმის ცოტნე სამადაშვილის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და სავარაუდოდ, კლინიკიდან ხვალ გაწერენ.

მცირედი გაუმჯობესება შეინიშნება ორი პაციენტის შემთხვევაშიც, რომლებიც რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებული. ექიმის თქმით, ჯერჯერობით რამე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, თუმცა, არსებული დინამიკით მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდებიან.

სამი მამაკაცი ქუთაისში ლენტეხიდან 29 ივლისს გადაიყვანეს. მათ სოკოთი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდათ. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა