”სოლიდარობა მეშახტეებს”- ქუთაისში აქცია გაიმართა
ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში მოქალაქეებმა მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადეს ტყიბულში გაფიცულ მეშახტეებს. სოლიდარობის აქცია არასამთავრობო ორგანიზაციის ”სამოქალაქო საზოგადოების ” ორგანიზებით გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქალაქებიდან სოლიდარობა გამოუცხადონ გაფიცულ მეშახტეებს.
”ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ტყიბულში გაფიცულ მეშახტეებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იქ მიმდინარე მოვლენები, რადგან ირღვევა ადამიანის უფლებები. მათ სურთ რომ ჰქონდეთ უსაფრთხო სამუშაო გარემო და ეს უფლება უნდა იყოს დაცული. ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვქონდა, ჩავსულიყავით ტყიბულში, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა სხვადასხვა ადგილიდან დაუჭიროს მხარი და გამოუცხადონ მათ სოლიდარობა”, - აღნიშნა ქეთი ბერძენიშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაციის ”სამოქალაქო საზოგადოება ” წევრმა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















