"სპეციალური სერვისები" ცხოველთა დაცვის ფედერაციას სასამართლოთი ემუქრება
საქართველოს ცხოველთა უფლებების დაცვის იმერეთის ორგანიზაციის განცხადებას ა(ა)იპ "სპეციალური სერვისები" ეხმიანება.
"ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის და უშუალოდ მისი ხელმძღავნელის, ბატ. თემურ ლაჭყებიანის მხრიდან, უკვე მერამდენ მიზანმიმართულად ხორციელდება "ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის" დისკრედიტაცია, მისი, როგორც ორგანიზაციის ავტორიტეტის შებღალვა. მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები, მხოლოდ ტყუილების ტირაჟირებას ემსახურება და მას საერთო არაფერი აქვს თავსესაფარში არსებულ რეალობასთან. ა(ა)იპ ‘სპეციალური სერვისების“ ცხოველთა მუნიციპალური თვაშესაფარი, რომელიც ამ წლის 18 მარტს ოფიციალურად გაიხსნა, იქ არსებული პირობები სრულად აკმაყოფილებს ევრო სტანდარტებს, რაც ერთხმად იქნა საჯაროდ აღიარებული სამთავრობო, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ხასგასმით ვაცხადებთ, რომ სამედიცინო მომსახურეობის სრული სპექტრი რომელსაც ეწევა თავშესაფარი, პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და სრულად აკმაყოფილებს ცხოველების მკურნალობის მსოფლიოში გავრცელებულ და აპრობირებულ მეთოდებს. ყველა სამედიცინო პრეპარატისა და საკვების შესყიდვა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების მოთხოვნათა სრული დაცვით.
„სპეციალური სერვისები“ „ცხოველთა დაცვის ფედერაციას" კატეგორიულად სთხოვს წარმოადგინოს მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე მტკიცებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმართავს სასამართლოს. ამასთან ერთად გვინდა მოგახსენოთ, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შეუძლია თავად ნახოს და ადგილზე გაეცნოს თავშესაფარში არსებულ პირობებს. ცხოველთა დაცვის ფედერაციის მხრიდან, მომავალში კიდევ ერთხელ გავრცელებული არასწორი ინფორმაციების გამო "სპეციალური სერვისები" ცილისწამებისათვის მიმართავს სასამართლოს", - ნათქვამია ააიპის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ცხოველთა დაცვის ფედერაციამ დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადეს, რომ ქცხოველთა თავშესაფარში ცხოველთა ევთანაზია არაჰუმანური მეთოდებით ხდება.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















