|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სპორტისა და კულტურის აიპების აღსაზრდელებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდებათ

ქუთაისის მერიასა და შპს კლინიკა „ბომონდს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ კლინიკა „ბომონდი“ მაღალი ხარისხის სამედიცინო აღჭურვილობით უსასყიდლოდ ჩაატარებს სამედიცინო გამოკვლევებს ქუთაისში ააიპ კულტურულ სახელოვნებო დაწესებულებების ფილიალიების აღსაზრდელებისთვის და ააიპ სპორტულ დაწესებულებათა სპორტსკოლების აღსაზრდელებისთვის.  .

უფასო სამედიცინო გამოკვლევების ორგანიზება ქალაქ ქუთაისის მერიასთან ერთად მოხდება.

 მაგნიტო რეზონანსული გამოკვლევები ყოველი თვის ბოლო ოთხშაბათს  10 პანციენტს გაეწევა. ყოველი კვირის სამშაბათს მოხდება მუცლის ღრუს ექოსკოპია,  ოფთალმოლოგიური კვლევები და შესაბამისი ექიმის კონსულტაცია. 

მემორანდუმს ხელი ქალაქის ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა და „ბომონდი“-ს გენერალურმა დირექტორმა მამუკა მიქაძემ მოაწერეს. ქუთაისის ვიცე- მერმა შპს კლინიკა „ბომონდის“ წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ნოდარ მიქიაშვილმა აღნიშნა, რომ ქალაქის ხელმძღვანელობისთვის საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტს წარმოადგენს. ვიცე-მერის თქმით, აღნიშნულ საქმეში ქალაქის მერიისთვის პარტნიორი კლინიკების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. კლინიკა „ბომონდის“ გენერალური დირექტორის მამუკა მიქაძის თქმით, არსებობის 15 წლის განმავლობაში „ბომონდი“ აქტიურად არის ჩართული ქველმოქმედებაში.

„კლინიკა „ბომონდი“ მუდმივად ცდილობს დაეხმაროს ადამიანებს, რომელთათვის ჯანმრთელობა ძვირფასია, თუმცა არ აქვთ შესაბამისი ფინანსური რესურსი. მოხარულები ვართ, რომ „ბომონდის“ ქველმოქმედება კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს იძენს და კლინიკა ჩვენი მოქალაქეებისათვის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, უფრო მეტის გაკეთებას შეძლებს,“ - აღნიშნა მამუკა მიქაძემ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა