|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სპორტული და სახელოვნებო დაწესებულების მოსწავლეებს სწავლის გადასახადი დაუწესდებათ

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობა ააიპი კულტურული და სპორტული დაწესებულებების მოსწავლეებისათვის სწავლის საფასურის დაწესების გადაწყვეტილებამ გამოიწვია.

საკითხი საკრებულოს სხდომაზე განსახილველად ქუთაისის მერის მოადგილემ კოტე ქავთარაძემ გამოიტანა. პროექტის თანახმად სწავლის საფასურის 10-დან 20 ლარამდე დაწესებულებას გულისხმობს, ამასთან სწავლის საფასურისაგან გათავისუფლდებიან იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 ათასს არ აღემატება.

საკრებულოს დეპუტატის ზაზა ლომინაძის განცხადებით, ამ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში უნდა მოხდეს სპორტული და კულტურული დაწესებულებების პედაგოგთა ხელფასების 33 %-ით გაზრდა.

მერიის წინადადებას არ ეთანხმება დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ქათამაძე, რომელიც აცხადებს, რომ მოსახლეობას ახალი გადასახადი მძიმე ტვირთად დაწვება. მისი განცხადება გააპროტესტა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ  ბექა ყანჩელმა, რომელიც დღევანდელ სხდომას უძღვება.

ინიციატივას ეწინააღმდეგება საკრებულოს ლეიბორისტი დეპუტატი სამსონ გუგავაც, თუმცა მისი განცხადებით,  გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ქულის კორექტირება უნდა მოხდეს, რომ შეღავათით სარგებლობა მეტმა ოჯახმა შეძლოს.

საკითხი საკრებულოს სხდომაზე ხმათა უმრავლესობით მიიღეს, წინააღმდეგი სამი დეპუტატი იყო, ხოლო ერთმა - ზაზა ლომინაძემ კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა. 

საკრებულოს რიგით 28 სხდომაზე განსახილველად 13 საკითხია გამოტანილი.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა