სპორტული ტრავმებისგან რეაბილიტაცია
სპორტული მედიცინა ფოკუსირებულია სპორტთან და ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებული დაზიანებების მკურნალობასა და პრევენციაზე. იგი მოიცავს მულტიდისციპლინურ მიდგომას, რომელიც მიზნად ისახავს ფუნქციის,მოქნილობის,სისწრაფისა, ძალის აღდგენას და შემდგომი დაზიანებების პრევენციას. აღნიშნულ პროცესში ჩართულნი არიან სპორტული მედიცინის ექიმები, ფიზიოთერაპევტები, მწვრთნელები და სხვა. სპორტული ტრავმების რეაბილიტაციისათვის მოწოდებულია ინდივიდუალურად მორგებული სარეაბილიტაციო პროცედურები,რომელთა ჩატარებაც შესაძლებელია “ახალი ხედვის” სარეაბილიტაციო ცენტრში.
ფართოდ გავრცელებული სპორტული ტრავმები
- მყესების დაჭიმულობა ან მთლიანობის რღვევა
- კუნთების დაჭიმვა
- სისხლჩაქცევა - დარტყმის ან დაცემის შედეგად მიღებული დაზიანებაა.
- დისლოკაცია - სახსრის დაზიანება, რომლის დროსაც სახსარში შემავალი ძვლები იცვლის ჩვეულ პოზიციას.
- ტენდინიტი - მყესების ანთება. ხშირად გამოწვეულია განმეორებითი მოძრაობით ან გადაჭარბებული დატვირთვით
- ბურსიტი - სასახსრე ჩანთის ანთება. ძრითადად გვხვდება მუხლის, იდაყვისა და მხარის სახსარში.
- ტვინის შერყევა - თავის დარტყმის შედეგად მიღებული დაზიანება, რაც იწვევს ტვინის ფუნქციის დროებით შეცვლას
- მენისკის ტრავმული დაზიანება
- მუხლის სახსრის იოგების მთლიანობის რღვევა - ხშირია სპორტში, რომელიც მოიცავს უეცარ გაჩერებას და მიმართულების ცვლილებას.
- როტაციული მანჟეტის დაზიანება - მხრის სახსრის კუნთების დაზიანება
- აქილევსის მყესის ანთება
- ჩოგბურთელის იდაყვი - იდაყვის სახსრის გადატვირთვის შედეგად განვითარებული მდგომარეობაა.
- კოჭ-წვივის სახსრის დაზიანება
- ტკივილი წვივის ძვლის გასწვრივ- ხშირად ვითარდება არადოზირებული ფიზიკური აქტივობის ან არასწორად შერჩეული სავარჯიშო ფეხსაცმლის ტარების შედეგად.
- ძვლის მოტეხილობა
რეაბილიტაციის როლი სპორტული ტრავმების მკურნალობაში
სპორტული ტრავმის შემდგომ აღდგენის პერიოდში ტკივილის შემცირებასა და ფუნქციურ აღდგენაში რეაბილიტაცია გადამწყვეტ როლს თამაშობს . სპორტული რეაბილიტაციის ცენტრში შემოთავაზებული თერაპიების ფართო სპექტრი კი ამ პროცესს მნიშვნელოვნად აჩქარებს.
სპორტული ტრავმების დროს ძირითადი სამკურნალო მეთოდებია:
- RICE თერაპია:
მცირე დაზიანებები, როგორიცაა მყესის ან კუნთის მსუბუქი დაჭიმულობა, ხშირად შესაძლებელია 2-3 დღის განმავლობაში RICE თერაპიით იმართოს
RICE თერაპია მოიცავს:
R- rest- დასვენება- მოერიდეთ ვარჯიშს და შეამცირეთ ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა.
I- ice- ყინული - დაიდეთ ყინული დაზიანებულ ადგილზე 15-20 წუთის განმავლობაში, ყოველ 2-3 საათში. ყინული უშუალოდ კანს არ უნდა ეხებოდეს , სასურველია დაფარული იყოს ქსოვილით, რათა არ გამოიწვიოს კანის დაზიანება.
C- compression- კომპრესია გამოიყენეთ ელასტიური სახვევი შეშუპების შესამცირებლად.
E- elevation- ამაღლება- დაზიანებული ადგილი მოათავსეთ ამაღლებულ ზედაპირზე
- მედიკამენტები:
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები შეიძლება გამოიყენოთ ტკივილის და ანთების შემცირებისთვის
- იმობილიზაცია:
იმობილიზაცია ხელს უწყობს შემდგომი დაზიანების თავიდან აცილებასა და დაზიანებული ადგილის მოძრაობის შემცირებას.
- ფიზიოთერაპია:
სპორტული ტრავმის რეაბილიტაციის პროცესში დიდ როლი აქვს ფიზიოთერაპია. ეს მკურნალობის მეთოდია რომლის დროსაც გამოიყენება ისეთი საშუალებები როგორიცაა: დარტყმითტალღოვანი თერაპია, ელექტროთერაპია, სამკურნალო მასაჟი, ვარჯიშები, სხვადასხვა ტექნოლოგიით თერაპია ( მაგალითად ულტრაბგერითი თერაპია.) და სხვა. ფიზიოთერაპია საჭიროა მოძრაობის დიაპაზონის გასაუმჯობესებლად, მიმდებარე კუნთების გასაძლიერებლად და დაზიანებული უბნის ფუნქციონირების აღსადგენად.
- ქირურგიული პროცედურები
სპორტული ტრავმების უმეტესობა არ საჭიროებს ოპერაციას, მაგრამ მძიმე დაზიანებებისას ( მაგ მძიმე მოტეხილობები) შესაძლებელია საჭირო გახდეს ქირურგიულად მკურნალობა.
ავტორი: