სტამბოლის აფეთქებასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსულოში ცხელი ხაზი ამოქმედდა
სტამბოლის ისტორიულ ცენტრში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+90 541) 818 44 00.
ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.
სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზეა თურქეთის საგანგებო სიტუაციებზე პირველადი რეაგირების ჯგუფთან.
თურქული მხარე ამ ეტაპზე დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.
შეგახსენებთ, თურქეთში, სტამბოლის ცენტრში, ტაქსიმის მოედანთან მდებარე სტადიონთან აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები და დაღუპულები, თუმცა ამ დროისთვის მათი რაოდენობა დაზუსტებული არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, მოედანთან განხორციელდა ორი აფეთქება, რის შემდეგაც ისმოდა სროლის ხმა. ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანაში იყო მოთავსებული.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















