|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ახალგაზრდებს ევროპაში ვერ მივატოვებდით" - შოთა მურღულია

"ახალგაზრდებს ევროპაში ვერ მივატოვებდით, მით უმეტეს, რომ მათი ბრალეულობა არ გამოკვეთილა და ამის დამადასტურებელი საბუთიც გავრცელდა"-განაცხადა შოთა მურღულიამ  სტრასბურგში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

ევროპაში  სასწავლო ვიზიტით მყოფ ახალგაზრდებს დღეს  ქუთაისის მერი და იმერეთის ვიცე გუბერნატორი შეხვდნენ.

შოთა მურღულიამ ვიზიტის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, თუ გვინდა,  ევროპული ოჯახის წევრი გავხდეთ, ბევრი რამ უნდა ვიცოდეთ მის შესახებ.

„2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო თანხა მსგავსი ღონისძიებისათვის, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები გაეცნობოდნენ ევროპული ინსტიტუტების მუშაობას. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რისი მიზანიც არის, რომ გავიგოთ, რაა ევროპა. ამის გამო 20 ახალგაზრდა გავამგზავრეთ სტრასბურგში და მივეცით შესაძლებლობა მეტი გაეგოთ ევროპის შესახებ. ისინი, თავის მხრივ, თანატოლებს მოუყვებიან, როგორ მუშაობს სტრასბურგის თვითმმართველობა. თუ გვინდა ევროპული ოჯახის წევრი გავხდეთ, მეტი უნდა ვიცოდეთ მის შესახებ“,-განაცხადა შოთა მურღულიამ.

დღეს გამართულ ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა მათ მიერ შემუშავებული პროექტი წარადგინეს, ისაუბრეს ევროპული გამოცდილების მნიშვნელობასა და  პრაქტიკაში მათ დანერგვაზე. ქალაქის მერმა ახალგაზრდებს დიპლომები გადასცა.

რაც შეეხება ინციდენტს, სტრასბურგში სასწავლო ვიზიტით მყოფ ახალგაზრდებს გზაზე მომხდარი ავარიის გამო აეროპორტში დააგვიანდათ. ახალი ბილეთების შესაძენად მერიამ დამატებითი თანხა გადააგზავნა. ახალგაზრდები სამშობლოში ორდღიანი დაგვიანების შემდეგ ჩამოვიდნენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა