|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რუსეთში მაქმანებიანი თეთრეულის ყიდვა-გაყიდვა აკრძალეს

1 ივლისიდან რუსეთში და საბაჟო კავშირის ქვეყნებში იკრძალება ხელოვნური მასალიდან შეკერილი ქვედა საცვლების წარმოება და გაყიდვა.  აკრძალვა შეეხო მაქმანიან ტრუსებსა და ბიუსჰალტერებსაც.

მანამდე ექსპერტრთა ჯგუფები გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. პარტია „სამართლიანი რუსეთის" დეპუტატმა გოსდუმაში მიხაილ სერდიუკმა ამის თაობაზე მრეწვველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიმართა.

"ექსპერტთა გამოთვლებით, ბაზრიდან შეიძლება გაქრეს თეთრეულის 90%. ამასთან ერთად, რამდენად გვაქვს უფლება მივუთითოთ ქალებს რა ატარონ და არ მივცეთ მათ არჩევანის საშუალება? მიმაჩნია, რომ ნაციის ჯანმრთელობის შენარჩუნებაც და არჩევანის გაკეთებაზე  ზემოქმედებაც ინფორმაციის მიწოდებით უნდა მოხდეს და არა აკრძალვებით",-  აღნიშნა სერდიუკმა. 

წყარო:news.mail.ru

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.96%
გაუარესდა - 47.83%
არ შეცვლილა - 15.22%
სულ - 46 ხმა