|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჰოლანდიელები პუტინის ქალიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვენ

მარია პუტინა, რუსეთის პრეზიდენტის ქალიშვილი, ამ დღეებში ჰოლანდიელების რისხვის სამიზნედ იქცა, წერს  The Times. გაისმა მოთხოვნები, რომ მოხდეს მისი დეპორტაცია „ოჯახური ბუდიდან“, რომელიც მან მის ჰოლანდიელ ბოიფრენდთან ერთად შექმნა.

ქალაქ ჰილვერსუმის მერმა (რომელ ქალაქშიც ბოინგ МН17-ის კატასტროფაში დაღუპულებს ჩამოასვენებენ ამოცნობისთვის), მოითხოვა  29 წლის მარიას გაძევება ქვეყნიდან (მარია პუტინა ფლობს პენტჰაუზს ჰააგის მახლობლად, სოფელში).

მარია პუტინას  სოფელ ვოორშოტენში ყოფნის გამო, ტვიტერის მომხმარებლებმა მოუწოდეს სოფლის მცხოვრებლებს, რომ გაიმართოს მშვიდობიანი დემონსტრაცია და გააპროტესტონ ეს ფაქტი.

"როგორც ცნობილია ქ-ნი პუტინა უკვე 4 წელია ურთიერთობაში იმყოფება 34 წლის იორიტ ფასენთან. როგორც ამტკიცებენ, მას ეკავა დიდი თანამდებობა „გაზპრომში“  და „სტროიტრანსგაზში“. მეორე კომპანიას აშშ-ს სანქციები დაეკისრა, წერს გამოცემა.

გაზეთი უბრუნდება ქალაქ ჰილვერსუმის მერის სიტყვებს, რომელმაც რადიოინტერვიუში მოუწოდა მარია პუტინას გაძევებისკენ, თუმცა მერე ტვიტერში დაწერა, რომ მისი სიტყვები არ იყო სწორი და ეს წარმოშვა უძლურების განცდამ.

წყაროThe Times



ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა