|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქრისტეს მიწაზე ქრისტიანების გაქრობის რისკი ჩნდება

"პალესტინა, ლიბანი, სირია და ერაყი  - ქვეყნები ისლამური უმრავლესობით, მაგრამ სწორედ ამ მიწაზე დაიბადა ქრისტე და პირველი ნაბიჯები გადადგა ქრისტიანულმა თემმა, აღნიშნავს Corriere della Sera. ამ  ქვეყნებში ქრისტიანობა რისკის ქვეშ დგება. როგორი პარადოქსიც არ უნდა იყოს ქრისტიანობა იქ აპირებს არსებობის შეწყვეტას,სადაც დაიბადა.ეს არის ნელი სისხლდენა, რომელიც დამახასიათებელია ქრისტიანული თემებისთვის ახლო აღმოსავლეთში და ეს ათწლეულებია გრძელდება.

ქრისტიანებმა ითამაშეს დიდი როლი ისლამური სამყაროს ისტორიაში. დიდი ხნის განმავლობაში ქრიტიანებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს არაბულ კულტურაში და მათთან თანაარსებობა მოახერხეს. მათ დატოვეს თავიანთი კვალი ისეთი ქვეყნების ცხოვრებაში, როგორებიცაა ეგვიპტე, სირია და ერაყი. აღარაფერს ვამბობთ ლიბანზე, სადაც ქრისტიანები თავის დროზე უმრავლესობას წარმოადგენდნენ.

პოლიტიკური ისლამის დამკვიდრებამ ქრისტიანები წარმოადგინა, როგორც დასავლთის მეხუთე კოლონა. ქრისტიანები სულ უფრო მეტად ექცეოდნენ იზოლაციაში. მათ ეჭვით უყურებდნენ და ემუქრებოდნენ.მათ სამშობლოს დატოვება უხდებოდათ. მაგალითად, ქრისტიანებმა  ქვეყნის დატოვება პალესტინაში 1948 წლიდან დაიწყეს, ლიბანში - 1975 წლიდან, ერაყში- 2003 წლიდან და სირიაში- 2011-დან. „არაბულმა გაზაფხულმა“ გააძლიერა ქრსიტიანთა მიმართ უნდობლობა და წაართვა აღმსარებლობის თავისუფლებისა და საკუთარი ქვეყნების მოქალაქეობის უფლებაც.

ამ ტრაგედიით ზარალდება არ მხოლოდ ახლო აღმოსავლეთი, არამედ თავად ქრისტიანობის მრავალწახნაგოვანი ისტორია. მარტო სირიაში 10 ქრისტიანული კონფესია მოქმედებდა. ლიბანში - 20. მათ გაქრობასთან ერთად ამ რეგიონში ქრება ქრისტიანობის ათასწლოვანი ისტორია.

წყარო: Corriere della Sera

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა