|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რუსეთის მტერთა სიაში საქართველო მეექვსე ადგილზეა

რამოდენიმე ხნის წინ რუსეთში „ლევადა ცენტრმა“ მოქალაქეების გამოკითხვა მოაწყო თემაზე, თუ რომელ სახელმწიფოებს მიიჩნევენ მათ მტრებად და მოკავშირეებად. გამოიკითხა 1600 ადამიანი. შედეგები კი ასე განაწილდა: გამოკითხულთა 69% მიიჩნევს რომ რუსთის მტერი #1 ამერიკის შეერთებული შტატებია, 30%-ისთვის მტერი უკრაინაა, მტრებად მიიჩნევენ  ნატოს წევრ ბალტიის ქვეყნებს: ლიტვას  -24%,ლატვიას - 23% ესტონეთს - 21%. გამოკითხულთა 19% თვლის რომ საქართველოც მტერთა სიაშია. შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი და გერმანია 18-18%-ით.

სამაგიეროდ მეგობრებად მიიჩნევენ ბელორუსს (51%), ჩინეთს (41%), ყაზახეთს (37%), სომხეთს (15%), ინდოეთს (13%), კუბას, აზერბაიჯანს და ბულგარეთს. 


aif.ru

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა