|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თამთა ჟორჟოლიანი - ამერიკას ეძახიან „ოცნებების ქვეყანას“ და ეს მართლაც ასეა

რამდენად

მნიშვნელოვანია საზღვრების გახსნა და განათლების სწორედ დასავლეთში მიღება?


 

ამერიკაში მცხოვრები სტუდენტი,ქუთაისელი თამთა ჟორჟოლიანი თვლის, რომ დასავლეთში ცხოვრება და სწავლა ახალგაზრდისთვის დიდი და მნიშვნელოვანი გამოცდილებაა.ეს სივრცე თავისი ღირებულებებით სამყაროს სხვა თვალით აღქმაში 

გეხმარება და გაცილებით გახსნილს და მიმღებელს გხდის.

განათლების მნიშვნელობაზე საქართველოსა დ ა დასავლეთში, შრომის კულტურაზე, მასთან მიმართებაზე ახალ თაობაში,კანონზე და მასთან დამოკიდებულებაზე ჩვენთან და ამერიკაში, მიზანდასახულობის მნიშვნელობასა და შედეგებზე გვესაუბრება სამართლის დოქტორის ხარისხის მესამე კურსის სტუდენტი George Mason University School of Law-ში  თამთა ჟორჟოლიანი.


- როდესაც ჩადით ამერიკაში 8 წლის წინ კულტურული შოკი, რომელიც მიიღეთ რაში მდგომარეობდა? რა იყო მაშინ თქვენთვის ყველაზე გასაოცარი?

- მთავარი შოკი ალბათ კანონთან ამერიკელი ხალხის დამოკიდებულება იყო. კანონმორჩილება და  კანონის წინაშე თანასწორობა იყო გამორჩეული და გასაოცარი ჩემთვის, როგორც ყოფილი საბჭოთა ქვეყნიდან ჩასული ადამიანისთვის. ამერიკაშინებისმიერი ადამიანი მიუხედავად მისი სოციალური სტატუსისა თუ თანამდებობისა არის თანაბრად პასუხისმგებელი კანონის წინაშე. და ეს იცის დიდმა და პატარამ, ყველას აზროვნებაშია გამჯდარი. მაგალითად, სიგარეტის ნამწვს გადააგდებ უადგილო ადგილას  იცი რომ დაჯარიმდები. ნებისმიერი ადამიანივინც ცუდად მოგეპყრობა, იცი რომ დაუსჯელი არ დარჩება და მის საქციელს მოყვება ადეკვატური პასუხისმგებლობა. ეს იყო მთავარი განმასხვავებელი. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ  განა ქართველებს კანონმორჩილება არ შეუძლიათ?!  მე თავიდან მინესოტაში ვცხოვრობდი და ვსწავლობდი. იქ ძალიან ცოტა ქართველი იყო, ახლა ვაშინგტონში ვცხოვრობ,სადაც ბევრი ქართველია და უნდა ითქვას, რომ ისინი ძალიანაც „ამერიკულად იქცევიან“ , ყველა კანონმორჩილია. მჯერა, რომ ადამიანს აქვს გარემოსთან შეგუების დიდი უნარი, ქართველებიც არცთუ ისე დაუმორჩილებლები ვართ. სადღეისოდ საქართველოშიც ხომ მივეჩვიეთრიგი კანონებისმორჩილებასდაჯარიმების შიშით თუ სხვა მიზეზით?!მაგალითად, ადრე მანქანაში ღვედს არავინ იკეთებდა, ახლა უღვედოდ არავინ დადის. ესე იგი შეიძლება ბევრი რამის სწავლა,უბრალოდჭირდება ნება და დრო. ამერიკელების დონეზე რომმივიდეთ დიდი დრო დაგვჭირდება,თუმცა მიუღწეველიც არაფერია. საბოლოო ჯამში ვინ არიან ამერიკელები? ემიგრანტი ევროპელები, რომლებიც გამოექცნენ ცუდ პირობებს და ამიტომ ყველა ჩამოვიდა ამბიციით, რომ ამ ახალ სამყაროში განეხორციელებინათ ის, რისი განხორციელებისსაშუალება თავის ქვეყანაში არ მიეცათ . ამიტომ იგივე ქართველებს,როდესაც ხვდები საზღვარგარეთ უმეტესად გააჩნიათ იმის სურვილი და ამბიცია,რომ გააკეთონ  იმაზე მეტი, ვიდრე ამის შესაძლებლობას მათსაკუთარი ქვეყანა აძლევდა, ამიტომ არ უჭირთ კანონებზე და ყველა კარგ წესსზედამორჩილება და  ამერიკელებზე კარგადაც გამოსდით ეს.

-რამდენად აქვთ საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობის წარმოჩენის საშუალება ჩასულ ადმიანს?

-ამერიკას ეძახიან „ოცნებების ქვეყანას“ და ეს მართლაც ასეა. ამერიკა ოცნებების ქვეყანაა არა იმიტომ,  რომ შესაძლებელს ხდის შენს პროფესიაში ათმაგად მეტი ანაზღაურება მიიღო, არამედ ოცნებების ქვეყანაა იმიტომ, რომ თუ რამე გინდა ამის მიღწევა შეუძლებელი არ არის, მაგრამ ეს ყველაფერი მოიპოვება დაუღალავი შრომით.მოგეხსენებათ ინფორმაციაარის ყველაზე მეტად ღირებული რესურსი.  შესაბამისად ინფორმაციაში  ვიხდით ყველაზე მეტ ფულს. რა არის განათლება? უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვება არა?  რამდენი შესაძლებლობა არსებობს,მაგრამ, იმიტომ რომ ინფორმაცია არა გვაქვს, ვერ ვსარგებლობთ ამშესაძლებლობით. როდესაც ამერიკაში წავედი სახელმწიფოს დაფინანსებით ბევრ საკითხზე არ მქონდა ინფორმაცია. მაგალითად იმაზე,ფინანსდებოდა თუ არა ამერიკის უნივერსიტეტებში საერთაშორისო სტუდენტების სწავლა. ვკითხე ჩემს ამერიკელ მასწავლებელს და მან მითხრა, რომ შესაძლებელია არ ფინანსდებოდეს, რომ უნივერსიტეტები გრანტებს მხოლოდ ამერიკის მოქალაქეებს აძლევენ. თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც გავაგრძელე ძიება, ტესტები ავიღე და რამოდენიმე უნივერსიტეტში  გავაგზავნეგანცხადება. მოგეხსენებათ  ჯერ მოხვედრაა რთული ამერიკის უნივერსიტეტებში,დიდი ქულები გჭირდება, და მერე  - დაფინანსება. ერთმა  უნივერსიტეტმა გამომიგზავნა 70 პროცენტიანი დაფინანსება და მეორემ სრული დაფინანსება, რომელიც მხოლოდხუთ სტუდენტს ეძლეოდა და მე მოვხვდი ამ ხუთეულში.  ამითიმისთქმამინდა,რომ  მე, რომელიცარავის ვიცნობდი ამერიკაში, მოვხვდი იქ სადაც მინდოდა და არავითარი ნაცნობობა არ დამჭირვებიასაამისოდ. ამერიკაში  ეს შესაძლებელია. ნებისმიერ რამეზე შეიძლება იგივესთქმა. ვინ ვიყავი, რომ ამერიკის სენატში დავიწყე მუშაობა, ან  გენპროკურატურაში?!უბრალოდ,თუკი იბრძოლებშედეგს იღებ. აფასებენ ნამუშევარს, ცოდნას, შემართებას, ამიტომ შეგიძლია როგორც ჰოლივუდისვარსკვლავობა, ასევეNBA-ის კალათბურთელობა, ამერიკაშიყველაფერი შესაძლებელია.

-ამ დროს საქართველოში იგივე ახლგაზრდიდანაც გაიგონებ, რომ შრომასა და ცოდნის დაუფლებას აზრი არა აქვს, თუ ნაცნობი არ გყავს მაღალ ეშელონებში, ამის გარეშე ვერაფერს მიაღწევ...

-კორუფცია ყველგან არის, მაგარამ გააჩნია ხარისხს და დონეს. ისევე როგორც ნაცნობობა და ნეპოტიზმია ყველგან. ამერიკაშიც შესაძლებელია ფირმის წამომადგენელმა, როდესაც კანდიდატებს არჩევსორი თანაბარი სიძლიერის კანდიდატიდან სწორედ ნაცნობს მიანიჭოს უპირატესობა, რადგან სამსახურში 50 პროცენტისწორედ ურთიერთობაა და უკეთესია ისეთიადამიანი ვისთან ურთიერთობაც არ გაგიჭირდება.  მესმის რა თქმაუნდა რასაც გულისხმობთ.როდესაც განათლების სფეროში არის კორუფცია ქვეყანა ძალიან ზარალდება.

-დღეს საქართველოში ბევრი თვლის, რომ განათლება ყველაზე მნიშვნელოვანია.განათლების სამინისტრო თავდაცვის სამინისტროს უნდა გაუთანაბრდეს თავისი მნიშვნელობით,რადგან განათლების ყველაზე პრიორიტეტულ სფეროდ ქცევის გარეშე სახელმწიფოს მომავალი არა აქვს და ა.შ.

-განათლება შეიძლება გქონდეს, ცოდნას აქაც იძლევიან, გვყავს უამრავიგანათლებული ადამიანი, მაგრამ საქმე იმაშია, გამოყენებით ცოდნას ვინ იძლევა - ჩვენ თუ ისინი? რა თქმა უნდა ისინი. თანაც ჩვენთან იმდენადგანათლებაში არაა პრობლემა, რამდენადაც შემდეგ ამ ცოდნის რეალიზაციაში, ინტელექტის მარკეტინგში.აქ ეს არ არსებობს. უამრავი  განათლებულიადამიანია, რომელთაც არ შეუძლიათსაკუთარი უნარების რეალიზება. სავალალოა ის ფაქტი, რომ ჩვენთან ისევ რჩება დიპლომის კულტი.  არაა სწორი, როდესაც ყველას სურს იყოს პროფესორი, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა ამის უნარი,ყველას უნდა დაამთავროს უნივერსიტეტი და მიიღოს დიპლომი. „უდიპლომო სასიძო“ მახსენდება, რომელიცკარგად ასახავს ჩვენს საზოგადოებას. ამერიკაში ფერმერს არ რცხვენია თქვას, რომ ფერმერია. ჩვენ რომ დავდგეთმაგ დონეზე მოხდებოდა ინტელექტისდაბალანსება. დღეს დიდია კონკურენცია კონკრეტულ სფეროებშიიმიტომ,რომ ყველას აქვს დიპლომი და ყველას მაინცადამაინც თანამდებობა უნდა. არ შეიძლება ყველას ჰქონდეს დიპლომი. დიპლომი უნდა იყოსმათთვის ვინც მართლაც იშრომა.

-შრომა ისევ ევრ გახდა მაინცადამაინც პოპულარული საქართველოში, რიგი პროფესიები ადამიანებს კვლავ არასაპატიო გონია. მაგონდება რამდენიმე წლის წინ კაფეში დამლაგებლად მომუშავე ამერიკელ ახალგაზრდას ქართველმა, იმავე ასაკის ,გოგონამ ჰკითხა: არ გრცხვენია აქ რომ მუშაობო? ამერიკელმა საერთოდ ვერ გაიგო კითხვის არსი, ვერ მიხვდა, თუ როგორ შეიძლებოდა შრომა სათაკილო ყოფილიყო.

-16 წლიდან ვმუშაობ და გენპროკურატურაში არ დავიწყებდი ბუნებრივია მაშინვე მუშაობას. ჩემი აზრით, საქართველოში ეს პრობლემა აღარ არსებობს,ყოველ შემთხვევაში ჩემს თაობაში, არანაირ სამუშაოს არ თაკილობენ. უბრალოდ სამუშაო არ არსებობს. როდესაც პრეზიდენტმა დააარსა სტუდენტებისთვის საზაფხულო დასაქმების პროგრამები,  ჩვენს თაობას არ შერცხვა, რომ იქ დაელაგებინა და ეშრომა. სირცხვილის გრძნობა გადალახულია და აღარ არსებობს ჩემს თაობაში. პირიქით ახალთაობას უნდა გამოიმუშაოს, იბრძოლოს და იშრომოს, მაგრამ თუკი თავისი ქვეყანა ამის საშუალებას არ აძლევს ის გარბის სხვა ქვეყანაში.

-ისევ განათლების საკითხს რომ მივუბრუნდეთ, არსებობს სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც ახალგაზრდებს საზღვარგარეთ სწავლების საშუალებას აძლევენ, თუმცა პირობით, რომ უკან დაბრუნდებიან.

-აუცილებელია რომ ჩაკეტილი სივრცე გაიხსნას დ ა ბევრმა ახალგაზრდამ ისწავლოს უცხოეთში. ეს ძალიან ბევრის მომცემია. თუმცა, როდესაც ადამიანს რამეს დააძალებ ეს კარგად არ მუშაობს, რადგან ადამიანს ის ბუნება აქვს, რომ რასაც გიშლიან იმას აკეთებ. რატომ მიყენებ პირობას, რომ აუცილებლად უკან უნდა დავბრუნდე?! როდესაც არავინ მავალდებულებდა რომ დავბრუნებულიყავი, უფრო პატრიოტი გავიზარდე. ვამბობ, რომ ყველაზე დიდი ქართველი ვარ ამერიკაში და ყველაზე დიდი ამერიკელი საქართველოში. ამ ვალდებულების არქონამ მე მეტად მოტივირებული გამხადა  და უფრო მეტად გამიჩინა სურვილი, რომ ჩემს ქვეყანას რაღაც გავუკეთო. თუკი აქ არ დახვდა იმ უცხოეთშიგანათლებამიღებულ ხალხს შესაბამისი სიტუაცია, შესაბამისი სამსახური მისი ნიჭის რეალიზებისთვის  ჩვენ დავდებთ ინტელექტის ტომრებს, ინტელექტის ტომრები ისედაც გვყავს, რომლებსაც ვერ ვასაქმებთ. ჭკუის დეფიციტს არ განვიცდით, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების დეფიციტს განვიცდით. ისევ და ისევ ინფორმაციის ნაკლებობის გამო ვერ ვიგებთ რა ხდება მსოფლიოში, რას ავუწყოთ ნაბიჯი,მე ვიმედოვნებ რომ უფრო მეტი ქართველი მიიღებს დასავლურ განათლებას, რომელსაც ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის აღმავლობისთვის გამოიყენებს.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი