|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გამოწვევები არ მაშინებს - წარმატებული ქუთაისელი სტუდენტი ლისაბონში აგრძელებს სწავლას

ქუთაისს არ უკვირს წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდები. პეტრე სამხარაძე ერთ-ერთი მათთაგანია. მისი ცხოვრებისეულის წარმატებების ათვლა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტიდან დაიწყო და ევროპის ქვეყნებში გრძელდება.  სლოვაკეთის ლომენიუსის უნივერსიტეტში მენეჯმენტის და საფინანსო მათემატიკის სპეციალობის სტუდენტმა ევროპის 4 ქვეყნიდან მიიღო გრანტი მიიღო, ახლა კი "ერასმუსის" პროგრამის დაფინანსებით სწავლას პორტუგალიაში, კერძოდ, ლისაბონში აგრძელებს.  ცხოვრებისეულ გამოცდილებას და წარმატების საიდუმლოს პეტრე სამხარაძე "ნიუპრესს" უზიარებს. 

პეტრე სამხარაძე: პირველ რიგში, მადლობა თქვენ დაინტერესებისათვის. რაც შეეხება ჩემს უცხოეთში ყოფნის წლებს, რა თქმა უნდა, რთულია ემიგრანტის ცხოვრება, მით უფრო ახლა, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დროს,  მაგრამ ძალ-ღონეს არ ვიშურებ და ვცდილობ მაქსიმალური შევძლო.  ამჟამად ლისაბონში ვაგრძელებ სწავლას, მინდა მრავალი კუთხით განვითარდე. 

-ვის ან რას უმადლით თქვენს წარმატებას?

- ჩემს წარმატებას,  რა თქმა უნდა,  მშობლებს  ვუმადლი, ასევე ჩემს მეგობრებს, რომლებიც ყველა საჭირო დროს გვერდით მიდგანან. ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა მამის გარდაცვალების ფაქტმა. თითქოს სხვა ადამიანი გავხდი, ტკივილების აღარ მეშინია, მას შემდეგ 5 წელი გავიდა. ეს ცხოვრების მიერ მოწყობილი დიდი გამოცდა იყო ჩემთვის. ვცდილობ,  კომფორტის ზონაში არ დავრჩე,  ვიმუშავო ჩემ თავზე, რომ განვითარდე მრავალი კუთხით განვითარდე, გამოწვევებიც არ მაშინებს,  პირიქით თვითონ ვეძებ მას.

 -როგორია ემიგრანტის ცხოვრება და მაგ გადასახედიდან როგორ ჩანს საქართველო?

-ემიგრანტის ცხოვრება რთულია,  მაგრამ ჩემი აზრით, დღეს საქართველოში ცხოვრება უფრო რთულია.  ამჟამად ვსწავლობ და თან ვცდილობ,  ვიმუშავო.  სტიპენდია საკმარისი ნამდვილად არაა, მინდა დედასაც დავეხმარო ფინანსურად. 

ვიდრე საქართველოს თითოეული მოქალაქე  არ გადააფასებს ღირებულებს და არ იფიქრებს  რეალურ და არა გამოგონილ პრობლემებზე, იმ დრომდე არაფერი შეიცვლება. ვისურვებ,  დავბრუნდე წარმატებულ საქართველოში და მიღებული ცოდნით, ჩემი წილი პასუხისმგებლობით ჩავერთო ჩემი ქვეყნის წინსვლაში. 

 

 

ავტორი: ლაშა გაგოშიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.62%
გაუარესდა - 53.45%
არ შეცვლილა - 12.93%
სულ - 116 ხმა