|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ჰერკულესი" - ქართულ-ინდური უკმაყოფილების ზღვარზე

ქარ­თვე­ლი მუ­შახელის უკ­მაყოფი­ლების პა­რა­ლე­ლუ­რად, ქარხანა „ჰერ­კუ­ლე­სის" ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მი­მართ პრე­ტენ­ზიები ინ­დო­ელ მუ­შებსაც გა­უჩ­ნდათ, რის გა­მოც სა­წარ­მოს ხელ­მძღვა­ნე­ლობამ მა­თი ნა­წი­ლი სამ­შობლო­ში დააბრუ­ნა. კუთ­ვნი­ლი ხელ­ფა­სების დაგ­ვი­ა­ნება, შე­ჩე­რებული წარ­მოება და შრო­მი­თი კონ­ტრაქ­ტის დარ­ღვე­ვა - ეს ის პრობლე­მებია, რა­საც მე­ტა­ლურ­გი­ულ ქარხანა „ჰერ­კუ­ლეს­ში" და­საქ­მებული მუ­შები უჩი­ვი­ან.

მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი ქარხანა „ჰერ­კუ­ლე­სი" ქუ­თა­ის­ში, 2009 წელს, ქარ­თულ-ინ­დუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ით გაიხსნა.  სა­წარ­მო შპს „ევ­რა­ზი­ან­სთლსის" სა­კუთ­რებას წარ­მო­ად­გენს.  ქარხანა­ში და­საქ­მებული მუ­შების თქმით, (რომ­ლებიც საუბარს ანო­ნი­მუ­რობის გა­რან­ტი­ის პი­რობით და­თანხმდნენ)  ქარხნის გახსნის მო­მენ­ტის­თვის იქ მუ­შაობის მსურ­ველ­თა რიცხვი  სა­კ­მაოდ მა­ღა­ლი იყო.

ანა­ლო­გი­უ­რად, მა­ღა­ლი ხელ­ფა­სები ერიცხებოდათ იქ და­საქ­მებულ პი­რებსაც. თუმ­ცა, შემ­დეგ მდგო­მა­რეობა და ანაზ­ღა­უ­რების ოდე­ნობაც შე­იც­ვა­ლა, რა­მაც მუ­შების უკ­მაყოფი­ლება გა­მო­იწ­ვი­ა.

„ჩე­მი სახელი და გვა­რი არ თქვათ, თო­რემ შე­საძ­ლო­ა, ამ სა­ღა­მოს ია­რა­ღი და ნარ­კო­ტი­კიც ნახონ ჩემს სახლში. ქარხანა რომ გაიხსნა, ყვე­ლა და­საქ­მებული კმაყოფი­ლი იყო. გახარებულ­მა ხალხმა ჟურ­ნა­ლის­ტებს ინ­ტე­რი­ვი­უები მის­ცა. თი­თო­ე­უ­ლი  და­დებითად საუბრობდა სა­წარ­მო­ზე და ასეც იყო, თუმ­ცა ქარხნის გახსნის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი აი­რი­ა," - ამბობს ერთ-ერ­თი მუ­შა.  

მუ­შების თქმით, ამ ეტაპ­ზე ქარხანა­ში წარ­მოება შე­ჩე­რებული­ა. სა­წარ­მო მუ­შაობას თვე­ში რამ­დე­ნი­მე დღით ანახლებს და კვლავ ჩერ­დება. ისი­ნი აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზე­ზად ქარხანა­სა და ჯარ­თის მიმ­წო­დებლებს შო­რის უთანხმოებას ასახელებენ. მა­თი თქმით, ისე­თი შემთხვე­ვაც იყო, რო­დე­საც ჯარ­თის მომ­წო­დებელ­მა ფუ­ლი სა­ერ­თოდ ვერ აი­ღო, ამი­ტომ სა­ნაც­ვლოდ, ქარხნი­დან  ჯარ­თის ღი­რებულების „არ­მა­ტუ­რა" წა­ი­ღო.

ქარხანა­ში და­საქ­მებული მუ­შებისათ­ვის გა­ურ­კვე­ვე­ლია ანაზ­ღა­უ­რების ოდე­ნობა და მი­სი გა­ცე­მის ვა­დები. მა­თი თქმით, სა­მუ­შაო კონ­ტრაქ­ტების ნა­წილ­ში მი­თი­თებული­ა, რომ ხელ­ფა­სები ყოვე­ლი თვის 10 რიცხვამ­დე უნ­და გა­ი­ცეს.

„თვის გან­მავ­ლობაში 5, 8 ან 9 დღეს ვმუ­შაობთ. ამ წუთ­ში ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი პრობლე­მაა ანაზ­ღა­უ­რების სა­კითხთან და­კავ­ში­რებული გა­ურ­კვევ­ლობა. თებერ­ვლის ხელ­ფა­სი ჯერ არ აგ­ვი­ღია. მარ­ტში მხოლოდ 8 დღე ვი­მუ­შა­ვეთ.  ისიც არ ვი­ცით, დღე­ში რამ­დე­ნი გვე­წე­რება. ა­მას მხოლოდ ხელ­ფა­სის და­რიცხვის შემ­დეგ ვი­გებთ. არ ვი­ცით ხელ­ფა­სებს რა პრინ­ცი­პით რიცხავენ, რად­გან 2 მუ­შა ერ­თი და იმა­ვე მო­ცუ­ლობის სა­მუ­შა­ოს რომ ას­რუ­ლებს, მა­თი ანაზ­ღა­უ­რება განსხვა­ვებული­ა. ა­მას არა­ვინ გვიხსნის. ქარხანა­ში გვეუბნებიან, ხელ­ფა­სი ამ კვი­რა­ში თუ არ იქ­ნება, იმ კვი­რა­ში მოგ­ცემ­თო," - ამბობენ მუ­შები. 

ქარ­თვე­ლი მუ­შახელი  ქარხანა­ში ინ­დო­ე­ლი მუ­შების კონ­ტინ­გენ­ტის გა­ნახევ­რებაზეც საუბრობს. მა­თი თქმით, ინ­დო­ელ­თა ის ნა­კა­დი, რომ­ლებიც პირ­ველ ეტაპ­ზე ჩა­მოიყვა­ნეს, სამ­შობლო­ში დააბრუ­ნეს. ამის მი­ზე­ზი თვე­ნახევ­რის წინ ინ­დო­ე­ლების მი­ერ მოწყობილი გა­ფიც­ვა გახდა. მათ ხელ­ფა­სების დაგ­ვი­ა­ნება, საკ­ვები და სა­მუ­შაო პი­რობები გა­აპ­რო­ტეს­ტეს.

„ინ­დო­ე­ლებმა ორჯერ მო­აწყვეს გა­ფიც­ვა. ამის შემ­დეგ 150 ინ­დო­ე­ლი­დან 50-60 კა­ცი წა­ვი­და. ქარხნის ად­მი­ნის­ტრა­ცია მათ ხელ­ფა­სებსა და უკან გა­სამ­გზავ­რებელ ბილე­თებს ერ­თად ური­გებდა," - ამბობენ მუ­შები.

ინ­დო­ე­ლი მუ­შები ქუ­თა­ის­ში, ქარხანას­თან ახლოს, გამ­სახურ­დი­ას ქუ­ჩა­ზე მდებარე კერ­ძო სახლში იყვნენ დაბინა­ვებული. ბინის ქი­რას მათ ქარხნის ად­მი­ნის­ტრა­ცია უხდი­და. ამ ეტაპ­ზე აღ­ნიშ­ნულ სახლში მხოლოდ რამ­დე­ნი­მე ინ­დო­ე­ლი იმყოფება. სახლის მე­პატ­რო­ნე მათ­თან და­კავ­ში­რებით არ საუბრობს. ამბობს, რომ ინ­დო­ე­ლი მუ­შები მის სახლში ცხოვ­რობდნენ. მე­პატ­რო­ნემ ბოდი­ში მოიხადა და სხვა დე­ტა­ლების გარ­კვე­ვის მიზ­ნით ქარხნის წარ­მო­მად­გენ­ლებისათ­ვის მი­მარ­თვა გვირ­ჩი­ა. ეს უკა­ნაკ­ნე­ლები კი   თბილის­ში მდებარე ცენ­ტრა­ლუ­რი ოფი­სი­დან ნებარ­თვის გა­რე­შე ჟურ­ნა­ლის­ტებთან აღარ კონ­ტაქ­ტობენ.

ინ­დო­ე­ლი მუ­შების რა­ო­დე­ნობის შემ­ცი­რებას აღ­ნიშ­ნა­ვენ თაბუკაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მაცხოვ­რებლებიც. აღ­ნიშ­ნულ ქუ­ჩა­ზე მდებარე სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნის ტა­რი­ელ წივ­წი­ვა­ძის თქმით, (სა­დაც ინ­დო­ე­ლი მუ­შები სი­გა­რე­ტის შე­სა­ძე­ნად და­დი­ან) მის­თვის ცნობილი­ა, რომ ინ­დო­ელ მუ­შებს ქარხანა­ში უფ­როს­თან ჩხუბი მო­უ­ვი­დათ.

„თვი­თონ ინ­დო­ე­ლები ლა­პა­რა­კობდნენ ინ­დო­ელ უფ­როს­თან ჩხუბის შე­სახებ. ა­მის შემ­დეგ ისი­ნი აღარ ჩა­ნან," - ამბობს ტა­რი­ელ წივ­წი­ვა­ძე.

ქარხანა „ჰერ­კუ­ლეს­ში" მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი მუ­შების თქმით, ინ­დო­ელ­თა გარ­კვე­უ­ლი ნა­კა­დის გაშ­ვების შემ­დეგ, სა­წარ­მოს ხელ­მძღვა­ნე­ლობამ დარ­ჩე­ნი­ლი ნა­წი­ლი ქარხანა­ში გად­მოიყვა­ნა და მის შე­სას­ვლელ­ში მდებარე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნობაში გან­თავ­სებულ ფარ­თში  დააბინა­ვა. მუ­შების თქმით, ინ­დო­ე­ლებისათ­ვის და­ქი­რა­ვებულ სახლში მხოლოდ ის პი­რები დარ­ჩნენ, რომ­ლებიც ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი პი­როვ­ნებები იყვნენ და ქარხანა­ში სჭირ­დებოდათ.

ქარხნის მუ­შები გა­სუ­ლი წლის სექ­ტემბერ­ში მოწყობილი აქ­ციების შემ­დგომ პე­რი­ოდ­ზეც საუბრობენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ციების დროს, ქარხანა­ში და­საქ­მებული ქარ­თვე­ლი მუ­შების უმ­რავ­ლე­სობა გა­ი­ფი­ცა. მუ­შები ამბობენ, რომ საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლების შემ­დეგ სა­წარ­მო­ში მოჩ­ვე­ნებითი ცვლი­ლებების დრო და­იწყო. აქ­ციების შემ­დეგ ქარხანა­ში პრო­კუ­რა­ტუ­რა შე­ვი­და. გარ­და მი­სა,  სა­წარ­მოს ამე­რი­კი­სა და ინ­გლი­სის სა­ელ­ჩოების წარ­მო­მად­გენ­ლები  ეს­ტუმ­რნენ. მუ­შების თქმით, გა­ჩე­რებული ქარხანა ხელ­მძღვა­ნე­ლობამ მა­თი ვი­ზი­ტის დრო­ის­თვის მოჩ­ვე­ნებითად აა­მუ­შა­ვა. 

„პრო­კუ­რა­ტუ­რა ქარხანა­ში 3 დღის გან­მავ­ლობაში კითხავ­და მუ­შებს. ცვლა­ში მო­მუ­შა­ვე მუ­შებს სა­მუ­შაო ტან­საც­მე­ლი და­უ­რი­გეს და გა­ჩე­რებულ ღუ­მე­ლებთან დააყენეს. იგი­ვე მოხდა დიპ­ლო­მა­ტების ვი­ზი­ტი­სას. ინ­დო­ე­ლი მუ­შები მან­ქა­ნა­ზე შეყარეს და ისე მიიყვა­ნეს საცხოვ­რებელ­ში იმის სა­დე­მონ­სტრა­ცი­ოდ, რა კარგ პი­რობებში იყვნენ. ამის შემ­დეგ ეს ხალხი ქარხანა­ში დააბრუ­ნეს და ახლაც ქარხნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნობებში ცხოვ­რობენ", - ამბობენ მუ­შები.

მუ­შების უფ­ლებების დაც­ვი­სა და მა­თი პრობლე­მების ად­ვო­კა­ტი­რების მიზ­ნით გა­სულ კვი­რას, ქუ­თა­ის­ში სა­ქარ­თვე­ლოს პროფ­კავ­ში­რების გა­ერ­თი­ა­ნების რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ოფი­სი გაიხსნა (ქუთაისი, ჭავჭავაძის გამზ. №33). მას­ში ის მუ­შები და­საქ­მდნენ, რომ­ლებიც ქარხანა „ჰერ­კუ­ლე­სი­დან" აქ­ციების შემ­დეგ პროფ­კავ­ში­რუ­ლი საქ­მი­ა­ნობის­თვის გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ოფი­სი ნების­მი­ე­რი დარ­გის წარ­მო­მად­გენ­ლებთან ითა­ნამ­შრომ­ლებს და მა­თი უფ­ლებების დაც­ვას შე­ეც­დება. რე­გი­ო­ნუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლობის ხელ­მძღვა­ნე­ლის ირაკ­ლი იობიძის თქმით, ქარხანა­ში აქ­ციების შემ­დეგ და­ნიშ­ნუ­ლი ტრან­სპორ­ტი, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად უფა­სო იყო, მიმ­დი­ნა­რე წლის 1 მარ­ტი­დან ფა­სი­ა­ნი გახდა, ხოლო სა­სა­დი­ლო (რო­მელ­მაც 4 თვე შეძ­ლო ფუნ­ქცი­ო­ნი­რება) 1 თვის წინ დაიხურა.

„4500 ლა­რი აქვთ მუ­შებს სა­სა­დი­ლო­ში „ნი­სი­ა".  რო­დე­საც ქარხანა­ში მა­ღა­ლი ხელ­ფა­სები გა­ი­ცე­მო­და, ხალხმა ბან­კში კრე­დი­ტები გა­ა­კე­თა. ახლა მას ვე­ღარ ის­ტუმ­რებენ და და­ვა­ლი­ა­ნება კი­დევ ეზ­რდებათ. 900 და 1000 ლარს რომ იღებდა ხალხი, ხელ­ფა­სები 400 ლარ­ზე ჩა­მო­ვი­და. ამან გა­მო­იწ­ვია უკ­მაყოფი­ლება. ისიც მოხდა, რომ ვის­ზეც მა­ღა­ლი ხელ­ფა­სები გა­ი­ცა, მათ თანხა უკან მი­ა­ტა­ნი­ნეს. თქვეს, რომ ბუღალ­ტერს შეც­დო­მა მო­უ­ვი­და და ხალხს ზედ­მე­ტად და­რიცხულ თანხას ხელ­ფა­სი­დან აჭ­რიდ­ნენ. მა­თი სტრა­ტე­გია ხალხის სტა­ტის­ტი­კურ და­საქ­მებაში მდგო­მა­რეობს. 200 კაცს გა­უშ­ვებენ, 100 ადა­მი­ანს მი­ი­ღებენ და 300 კა­ცი უკ­ვე და­საქ­მებული­ა," - ამბობს ირაკ­ლი იობიძე.

გავ­რცე­ლებული ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარხანა „ჰერ­კუ­ლე­სის" გარ­და, მუ­შა­თა  მღელ­ვა­რებამ ქარ­თულ-ეგ­ვიპ­ტუ­რი სა­წარ­მო „ფრეშ ჯორჯიაც" მო­იც­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქარხნი­დან, რო­მე­ლიც ქუ­თა­ი­სის თა­ვი­სუ­ფა­ლი ინ­დუს­ტრი­უ­ლი ზო­ნის ფარ­გლებში 2009 წელს შე­იქ­მნა,  200 მუ­შა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.  მე­ტა­ლურ­გთა პროფ­კავ­ში­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­მაზ დო­ლაბერი­ძის თქმით, მუ­შები მათ­თან კონ­ტაქტს ერი­დებიან. ამ მი­ზე­ზით მათ უა­რი თქვეს სა­კუ­თა­რი უფ­ლებების დაც­ვა­სა და ქარხანას­თან სა­სა­მარ­თლო და­ვა­ზე.

ქარხნის ხელ­მძღვა­ნე­ლობის მხრი­დან პროფ­კავ­ში­რებთან ურ­თი­ერ­თობის აკ­რძალ­ვის შე­სახებ    „ჰერ­კუ­ლე­სე­ლი" მუ­შებიც საუბრობენ.  აქ­ციების შემ­დეგ მათ ქარხანა­ში ხელ­წე­რი­ლი და­ა­დებინეს, სა­დაც მუ­შები აღი­ა­რებდნენ დაშ­ვებულ შეც­დო­მას და პი­რობას დებდნენ, რომ პროფ­კავ­ში­რებთან ყოველ­გვარ კავ­შირს გაწყვეტ­დნენ.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა