|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კოოპერატივი-ეფექტური გზა სოფლის მეურნეობაში წარმატების მიღწევისათვის

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნოდან კერესელიძემ და ევროკავშირის ელჩის მოადგილემ ბორის იაროშევიმა მედიის წარმომადგენლებთან ერთად ქვიტირში კოოპერატივი "ქვიტირი" დაათვალიერეს. კოოპერატივი 2 ათას მეტრზეა განთავსებული და იქ ძირითადად ცერეცო მოჰყავთ. კოოპერატივში 5 თანამოაზრეა გაერთიანებული, რომელთაც თავინთი სასათბურე მეურნეობები გააჩნიათ. კოოპერატივის დირექტორის, გოდერძი შავგულიძის თქმით, დაფინასების სახით ორგანიზაციიდან "ადამიანი ნაჭირვებაში" 80 ათასი ლარი მიიღეს,  55 ათასი კი მათი თანადაფინასებაა. "შენდება სამაცივრე შენობა, 2 დღეში დასრულდება მაცივრების დამონტაჟება და დარჩება კოსმეტიკური სამუშაობი. ამ ეტაპზე სათბურებში მოგვყავს ცერეცო,  საჩითილეშია ბულგარული წიწაკის ნერგები, ცერეცოს სეზონის დასრულების შემდეგ, ვფიქრობთ ნესვის მოყვანას",- აღნიშნა გოდერძი შავგულიძემ. მისივე თქმით, წელს ცერეცოს ფასით უკმაყოფილონი არიან. მიზეზი შეუფერებელი ამინდი და ლარის კურსის ცვლილებაა. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა  ცერეცოს კრეფის პროცესსაც მიადევნეს თვალი. "ქვიტირის" სათბურებში დაახლობით 35 ადგილობრივია დასაქმებული. მათი ანაზღაურება დღიურად 20 ლარს შეადგენს. "5 წელია, რაც აქ ვმუშაობ.  მანამდე დაუსაქმებელი ვიყავი,  ბრიგადირი ვარ, 20 ქალი მყავს დასაქმებული, დღიურად 20 ლარს ვღებულობთ. ამ აზღაურებით ჩვენ ოჯახებს ვარჩენთ. მეტი დასაქმების საშუალება აქ არ არის. თუ ამ მწვანილის რეალიზაციას არ მოახდენენ, ჩვენც უმუშევრები დავრჩებით. ჩვენს უკან კი ჩვენი ოჯახები დგას",- აღნიშნა ირინა ფანცხავამ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ კოოპერატივის დათვალიერებისას კოოპერატივების არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოოპერატივები ეფექტური გზაა მიწების კონსოლიდაცისათვის და ბიზნეს ორგანიზაციების ჩამოყალიბებისათვის. "საქართველო, ისევე როგორც ევროპის ბევრი ქვეყანა, მცირე მიწიანობით გამოირჩევა. კოოპერატივები ეფექტური გზაა მიწების კონსოლიდაციისთვის. ჩვენ ხელს ვუწყობა მათ შექმნას და განვითარებას. ეს მნიშვნელოვანია წარმატების ზრდისთვის,  ხარისხიანი პროდუქციის საწარმოებლად და კონკურენციის ასამაღლებლად. კოოპერატივების  ხელშესაწყობად სხვადასხვა პროგრამებია. რომელსაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტო ახორციელებს. პირველ რიგში ENPARD-ის პროგრამას გამოვყოფდი", - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ. 

კოოპერატვიში წარმოებული პროდუქცია სარეალიზაციოდ როგორც ქვეყნის შიგნით,  ასევე ქვეყნის გარეთ,  აზერბაიჯანში,  ბელარუსიაში და რუსეთში გადის.

ავტორი: ანა ჯიქია