ევროსაბჭოს რუსული "მელოდრამული შოკი"
ვეროსაბჭო რუსული დელეგაციის ქცევამ ერთგვარ მელოდრამატულ შოკში ჩააგდო. „ევროსაბჭოს სამდივნოს თანამშრომლები ერთგვარ მელოდრამულ შოკში არიან, მიზეზი ისაა, რომ რუსებმა კაბინეტი როგორც კი დატოვეს, ყველაფერი წაიღეს ელექტრონათურებიც კი“ , - წერს გამოცემა joinfo.ua სახელმწიფო ეკოინსპექციის პრესმდივნის, იგორ ტიხოლაზის ინფორმაციაზე დაყრდნობით. რუსი დეპუტატების ამგვარი ქცევის მიზეზი ისაა, რომ ევროსაბჭოში რუსეთისთვის სანქციები ისევ ძალაში დარჩა- რუსულმა დელეგაციამ ევროსაბჭო 2015 წლის ბოლომდე დატოვა. გაბრაზებულმა დეპუტატებმა კაბინეტებიდან წაიღეს ყველაფერი, რისი გატანაც შეძლოთ. "მათ სკანდალურად დატოვეს თავიანთი ოფისი, წაიღეს საკანცელარიო ნივთები: კალმები, ფანქრები, ქაღალდი, სტეპლერები, ზოგან ჩამოხსნეს ნათურები, წაიღეს საპონი და ტუალეტის ქაღალდი“, - წერს ეკოინსპექციის პრესმდივნი იგორ ტიხოლაზი.
როგორც ირკვევა, რუსეთს აღარ ექნება არჩევნებზე სადამკვირებლო მისებში მონაწილეობის უფლება. მისი წარმომადგენლები ვერ იქნებიან მომხსენებლები. ამასთან, არ აქვთ უფლება იყვნენ დანიშნულნი ევროსაბჭოს წარმომადგენლები სხვა ორგანოებში. თავიდან ევროპის მრჩეველთა პარლამენტის ანსამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული იყო დიპლომატიური სანქციები. რუსეთს ნაწილობრივ ჩამოერთვა ხმის უფლება. ევროსაბჭოში აღნიშნული დოკუმენტის მიღებას მხარი 160 -მა დეპუატამა დაუჭირა, წინააღმდეგ 42 დეპუტატი წავიდა.
ავტორი: ანა ჯიქია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა