|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დონეცკის ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა

უკრაინული მედიის ცნობით, წუხელ დონეცკში ქიმიურ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა, რამაც  ხანძარი გამოიწვია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჰაერში ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთიერებების გავრცელების საფრთხე არ არსებობს. 
ადგილობრივების თქმით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე სახლებიც დაზიანდა. დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. 
უკრაინის ეროვნული გვარდიის პრესცენტრი  იტყობინება, რომ აფეთქება ამბოხებულების იარაღის საწყობში მოხდა.


ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი