|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არასამთავროების განცხადება ზაქარია ქუცნაშვილის მხარდასაჭერად

"ქვეყანაში სრულფასოვანი, მიუკერძოებელი, სამართლიანი მართლმსაჯულების გახორციელებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი აკმაყოფილებდეს არა მარტო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ კრიტერიუმებს - მოქალაქეობის, ასაკის, განათლებისა და კვალიფიკაციის ცენზს, არამედ იყოს პრინციპული, თავისუფალი ნებისმიერი სახის ზეგავლენისაგან. შეეძლოს თავისი პოზიციების დაცვა იმ შემთხვევაშიც კი,როდესაც უმცირესობაში იმყოფება.
მიგვაჩნია, რომ ბატონი ზაქარია ქუცნაშვილი არის ადამიანი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს. მისი პოზიცია ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის" მიღებისას, ბატონი იური და ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობების გამოძიების საქმეებზე და მრავალ სხვა საკითხთან დაკავშირებით, ისევეროგორც მისი საქმიანობა საზოგადოებრივ ასპარეზზე სამართლიანობისათვის ბრძოლაში, 
 ვფიქრობთ, ამის ნათელი დასტურია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები მხარს ვუჭერთ ბატონი ზაქარია ქუცნაშვილის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის პოსტზე", - აღნიშნულია განცხადებაში. 

ზაქარია ქუცნაშვილის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციებში შედის ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია "ახლებური ხედვა", სამოქალაქო ინიციატივების ხელშეწყობისა და განვითარების სააგენტოახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისთვის, ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია.

ავტორი: იზა მოდებაძე