|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით კინწურაშვილი:"პოეზია ყველაფერში შეიძლება იყოს"

დავით კიწურაშვილი ახალგაზრდა პოეტია, რომელსაც ჩვენს ქალაქში ცოტა თუ იცნობს, სოციალურ ქსელში მას გაცილებით უკეთ იცნობენ და მეტს საუბრობენ. საკუთარი ლექსები საკმაოდ დაუგროვდა, როგორც ამბობს, 5 წიგნის გამოსაცემად ეყოფა, მაგრამ ჯერ ეს ოცნება ვერ აიხდინა. 

დავით კიწურაშვილი newpress.ge-ს სტუმარია.

 

-  შენს შესახებ მოგვიყევი, რას გაიხსენებდი?

-  დავიბადე წყალტუბოში 90-იან წლებში,  მახსოვს, როგორზარ-ზეიმით  აღვნიშნავდით  შუქის მოსვლას,   ვოცნებობდი, როგორც ყველა ბავშვი მაშინ, რომ ერთხელაც შუქი ისე მოსულიყო, რომ აღარ წასულიყო და ეს ოცნება ამისრულდა, მე მგონი.

-   რა არის პოეზია შენთვის?

-   როგორც ჩემი მეგობარი იტყოდა,  პოეზია უფლის მივიწყებული სიტყვებია, რომელიც ხშირად უნდა გაუმეორო საზოგადოებას. იგი საპროტესტო აქციასავითაა, რომელიც შიგნიდან გჭამს ნელ-ნელა და თუ ბოლომდე შეგჭამა, იძულებული იქნები, შვა ლექსები და იტვირთო პოეტის სახელი. რომ არ არსებობდეს პროტესტის განცდა, ალბათ, არც პოეზია იქნებოდა.

-   რა თემებზე გირჩევნია წერა?

-   როგორც ხდება ხოლმე,  დავიწყე სასიყვარულო ლირიკით, შემოვიარე ყველაფერი და მივედი ფსიქოლოგიასთან.  თუმცა შთაგონების წყაროდ ყველაფერი შეიძლება იქცეს, სიგარეტის ნამწვავიც კი, რატომ სილამაზე მაინცდამაინც? პოეზია ველაფერში შეიძლება იყოს...

-   თუ იწერება ლექსი „შეკვეთით“?

-   კი, რა თქმა უნდა, ჩემს შემთხვევაში, ძირითადად არაფხიზელი მდგომარეობით უსარგებლიათ, ეს ხუმრობით,   არის ერთი ადამიანი,  რომელმაც 'შემიკვეთა' და დავუწერე.  ისე,  ლამაზ თვალებს დიდი ძალა აქვს - მეგობარი მსაყვედურობდა,  ამდენ გოგო უწერ ლექსებს, მე კიდე ამდენი  ხანია შენი მეგობარი ვარ და ერთი ლექსიც  არ დაგიწერიაო, ისეთი თვალებით მითხრა, უარი ვერ ვუთხარი. 

-   მგონი, შენც გიძღვნიან ლექსებს.

-   თქვენ, ალბათ,  მარიამ თორიას ლექსზე საუბრობთ. „ღამის სამია,  ვბალაურობ დასაწყიშივე, უხერხულია,  უძილობა იყოს მოტივი, მე ლექსს გიწერდე, შენ გეძინოს,  უცნაურია, გადამეკარგე შარშანდელი ზამთრის თოვლივით...“ მარიამი ჩემი მეგობარი და კარგი პოეტია. მიხარია, თურმე მუზობაც გამომდის. 

-   რადგან მეგობარი ახსენე, რა შეგიძლია მათ შესახებ თქვა?

-   

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა