|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სახალხო დამცველისადმი მოქალაქეების მიმართვიანობა გაზრდილია

გამოქვეყნდა საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2014 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ.  ანგარიშში  ყურადღება გამახვილებულია საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებათა სფეროში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე და თავმოყრილია სახალხო დამცველის მიერ ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მისამართით შემუშავებული ძირითადი  რეკომენდაციები.

სახალხო დამცველი 2014 წლის უმნიშვნელოვანეს მოვლენად 27 ივნისს  საქართველოს ევროკავშირთანასოცირების შესახებ შეთანხმების“ ხელმოწერასა და მის რატიფიცირებას მიიჩნევს. ასევე მნიშვნელოვან დოკუმენტს  წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის მიერ 30 აპრილს დამტკიცებული ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია (2014-2020), რომლის მომზადების ინიციატივა სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ 2012 წლის ბოლოს  დააყენა.

სახალხო დამცველის შეფასებით, გასულ წელს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად რჩება სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია, რომელიც უკვე აისახა პროპორციულ და გონივრულ სასჯელებზე, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გამოყენების პროცენტული მაჩვენებლის შემცირებაზე.

ანგარიშში ნათქვამია, რომ კვლავ მაღალია მოქალაქეთა მომართვიანობა სახალხო დამცველის მიმართ. 2014 წელს 7 ათასამდე განცხადება იქნა დასაშვებად მიჩნეული, რაც საგრძნობლად გაზრდილი მაჩვენებელია. 

ანგარიშის თანახმად, პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობის ფაქტები მთავარ გამოწვევას აღარ წარმოადგენს, თუმცა წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ მსჯავრდებულთა ათასობით საჩივარი კვლავ გამოძიების რეჟიმშია და ერთეული საქმეების გარდა, შედეგი ადამიანის უფლებათა ამ სისტემური დარღვევის ფაქტებზე არ დამდგარა. 

ანგარიშის თანახმად, წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დაეწყო დისციპლინური დევნა იმ მოსამართლეთა მიმართ, რომელთა მხრიდანაც იკვეთებოდა საქმეების განხილვის დროს პროცედურული ნორმების უხეში დარღვევები.  იუსტიციის უმაღლესი საბჭოსაგან  ყველა წინადადების განხილვისას მიიღო პასუხი, რომ მოსამართლეების მხრიდან არ დასტურდებოდა შესაბამისი გადაცდომები.

უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს,რომ  2014 წლის განმავლობაში გამართული აქციების უმეტესობა ექსცესების გარეშე ჩატარდა, თუმცა, იყო გამონაკლისებიც,  მოხდა შეკრების თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა. სახალხო დამცველი დადებით მომენტად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ძალაში შევიდასაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებსაქართველოს ახალი კანონი, რომელიც მეტად შეესაბამება აღნიშნულ სფეროებში მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებს;

უჩა ნანუაშვილი მიღწევად მიიჩნევს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მიერ კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში სოციალურ/ეკონომიკური რეაბილიტაციისათვის გაწეულ სამუშაოებს.

სახალხო დამცველი უარყოფით შეფასებას აძლევს პარლამენტის მიერ მოწმეთა დაკითხვის დროებითი წესის ძალაში დატოვებას, მაშინ როდესაც, სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის ამოქმედების ერთ-ერთ მთავარ დადებით მხარედ სწორედ, მოწმეთა მხოლოდ სასამართლოში დაკითხვა ითვლებოდა.

სახალხო დამცველი ასევე  არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს ფართომასშტაბიანი ამნისტიის შემდეგ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსპოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლებრივი წესით დევნილ პირებთანდაკავშირებით. საზოგადოების ლეგიტიმური მოლოდინის მიუხედავად, ამ დრომდე არ შექმნილა სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც დაინტერესებულ პირებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გადასინჯვის შესაძლებლობას მისცემს, მათ შორის ქონების რესტიტუციას და მორალური ზიანის ანაზღაურებას უკანონო მსჯავრდებისათვის, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

2014 წლის განმავლობაში, მსგავსად 2013 წლისა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს არაერთმა მსჯავრდებულმა/ყოფილმა მსჯავრდებულმა მიმართა, რომლებიც თავს უკანონო პატიმრებად მიიჩნევენ. ერთეული საქმეების გარდა, საგამოძიებო ორგანოების მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილებები არ არის მიღებული ან/და სასამართლო განხილვები კვლავ გრძელდება ადამიანის უფლებების დარღვევის წლების განმავლობაში აღიარებულ საქმეებზე; .. კორტების სპეცოპერაციის საქმის გამოძიების გაჭიანურებას იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ახალი ტრაგედია დაემატა. საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ეფექტიანი და დროული გამოძიები წარმოებაა აუცილებელი ეროსი კიწმარიშვილისა და ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეებზე. ამ შემთხვევებთან დაკავშირებულ ყველა კითხვას გამოძიების შედეგებით დამაჯერებელი და გონივრული პასუხები უნდა გაეცეს.

უჩა ნანუაშვილი ანგარიშში აღნიშნავს, რომ არაერთი ყოფილი თანამდებობის პირი იყო დაპატიმრებული სხვადასხვა ბრალდებით.  ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა სპეციალური სადამკვირვებლო მისიამ დაასრულა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების შესწავლა. წარმოდგენილ ანგარიშში პროცედურულ დარღვევებთან ერთად საუბარია უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევის არაერთ ფაქტზე

"2014 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს არაერთმა პირმა მიმართა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით. მონიტორინგმა ცხადყო, რომ ადგილი ჰქონდა დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლების მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების ტენდენციას. პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ასეთი ფაქტები უფრო ხშირია დასავლეთ საქართველოში. სამწუხაროდ, აღნიშნული დანაშაულების გამოძიების და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემის კუთხით საქართველოს პროკურატურის საქმიანობა არაეფექტურია",-აღნიშნავს სახალხო დამცველი თავის მოხსენებაში.

2014 წლის განმავლობაში იმატა განცხადებებმა არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, რის შესახებაც 28 წინადადება გაიგზავნა მთავარ პროკურატურაში გამოძიების დაწყების მოთხოვნით. პრობლემას წარმოადგენს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების კვალიფიკაცია. აქტუალურია არასათანადო მოპყრობის შესაძლო მსხვერპლთა დაცვის საკითხი. მნიშვნელოვანია პატიმართა სხეულზე არსებული დაზიანებების ხასიათისა და წარმომავლობის სათანადო დოკუმენტირება და შესაბამისი რეაგირება. პრობლემურია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დროული ჩატარება, სათვალთვალო კამერებიდან ჩანაწერების ამოღება და სხვა მტკიცებულებების მოპოვება. შესაბამისად, აუცილებელია პრევენციის ეროვნულ მექანიზმს ჰქონდეს დახურულ დაწესებულებებში ფოტო და ვიდეო გადაღების უფლება და წვდომა ვიდეოკამერების ჩანაწერებზე. ხაზგასასმელია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ პატიმრის არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხი. რიგ დაწესებულებებში პრობლემად რჩება არასათანადო პირობები. ამ მხრივ, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა  #7 დაწესებულებაში და აუცილებელია მისი გაუქმება


სახალხო დამცველი თავის ანგარიშში ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ დღემდე უცნობია 2013-2014 წლებში გახმაურებული საქმეების გამოძიების შედეგები, მათ შორის, თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების თავისუფლების სავარაუდოდ უკანონო აღკვეთის, ივანე მერაბიშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან სავარაუდო უკანონო გაყვანასთან დაკვშირებული ქმედებებისა და დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტებზე. მისივე განმარტებით, კანონის მოთხოვნათა სავარაუდო დარღვევის შესახებ ლეგიტიმური კითხვები რჩებოდა ასევე, .. „ტრაქტორების საქმეზე“, რაც გამოძიების სრულყოფილად ჩატარებას საჭიროებს, თუმცა ამ საქმეებთან დაკავშირებით რაიმე პროგრესი არ შეიმჩნეოდა. ლეგიტიმური კითხვები რჩებოდა პროკურატურის, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის შეფასებით, პროკურატურის მხრიდან აუცილებლობას არ წარმოადგენდა .. „კაბელების საქმისთვისსაიდუმლო გრიფის მინიჭება მთლიანი საქმისთვის, რამაც გამოძიების საწყის ეტაპზე ხელი შეუშალა დაცვის მხარის შეუფერხებელ წვდომას საქმის მასალებისადმი. მოგვიანებით პროკურატურამ გაითვალისწინა სახალხო დამცველის რეკომენდაცია და საქმის მასალების მნიშვნელოვან ნაწილს მოხსნა გრიფი.

ამ დრომდე უცნობია სოფელ ლაფანყურთან, მდინარე ლოპოტას ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ მიმდინარე ოფიციალურ

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა