|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ეკატერინე ხარებავა კრასნოდარის იზოლატორში სასჯელს იხდის

 სოჭში მცხოვრები მოქალაქე, ეკატერინე ხარებავა ორ წელიწადზე მეტია  კრასნოდარის იზოლატორში სასჯელს იხდის. იგი რუსეთის ფედერაციამ „სახელმწიფო საიდუმლოს გახმაურების” ბრალდებით 2013 წელს დააკავა.

 რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტას" ინფორმაციით, ეს მოვლენები 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება, რომელიც საქართველოს დაბომბვით და „მშვიდობისკენ იძულების ოპერაციით” დასრულდა.

რუსული მედიის ცნობით, დაკავებული სოჭის ბაზარში მოვაჭრედ მუშაობდა. 2008 წელს, 5-დღიან ომამდე ცოტა ხნით ადრე მან შენიშნა, როგორ გადაადგილდებოდა სოჭიდან საქართველოს მიმართულებით რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონები. ამის შესახებ ხარებავამ  ქართველ ნაცნობს შეატყობინა. ხუთი წლის შემდეგ კი სოჭის ეფ-ეს-ბემ მის წინააღმდეგ საქმე  „სახელმწიფო საიდუმლოს გახმაურების” ბრალდებით აღძრა.

კრასნოდარის მხარის სასამართლომ მას  6 წლით თავისუფლება აღუკვეთა. რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ კი ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. "თითქმის ორი წლის განმავლობაში, იგი იჯდა ციხეში . კრასნოდარის ეფ-ეს-ბეგადაწყვეტილების შემდეგ უზენაესი სასამართლოს  ხარებავა უნდა გადაეყვანათ კოლონიაში, სადაც მას სასჯელი უნდა მოეხადა ", - განუცხადა" ნოვაია გაზეტა " ეკატერინე ხარებავა იურისტმა ლეონიდ ერჩენკომ. ადვოკატის ინფორმაციით ის კოლონიაში კიდევ 4 წელს გაატარებს. 


ავტორი: ანა ჯიქია