|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თურქეთმა ვატიკანიდან ელჩი გამოიწვია

თურქეთმა ვატიკანიდან ელჩი გამოიწვია.  ოფიციალური ანკარის გადაწყვეტილება რომის პაპის განცხადებამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც  ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასიურ მკვლელობას პაპმა  მე–20 საუკუნის პირველი გენოციდი უწოდა.

თურქეთი ფაქტს გენოციდად  არ ცნობს და უკვე გამოთქვა თავისი აღშფოთება 2 წლის წინ, როდესაც პაპმა ეს ტერმინი პირველად გამოიყენა.

სომეხი და ბევრი დამოუკიდებელი ექსპერტის მტკიცებით, პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმანეთის იმპერიის ტერიტორიაზე მცხოვრები 2 მილიონ ნახევარი სომეხიდან მილიონ ნახევარი დაიღუპა. 

თურქული მხარე  მიიჩნევს, რომ ეს რიცხვი სინამდვილეს არ შეესაბამება და მსხვერპლს საომარი რეალობით ხსნის.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.69%
გაუარესდა - 51.02%
არ შეცვლილა - 14.29%
სულ - 98 ხმა