|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩაწყობილი საფეხბურთო მატჩებისთვის დაკავებული პირები გირაოთი გათავისუფლდნენ

ჩაწყობილი საფეხბურთო თამაშებისთვის დაკავებული  პირები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დილიდან მიმდინარეობდა, ბრალდების მხარე  პატიმრობას მოითხოვდა.

დაკავებულთა შორის მოქმედი,  ყოფილი ფეხბურთელები და  ტოტალიზატორის წარმომადგენლები არიან. ისინი სამართალდამცველებმა 2 დღის წინ დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები  ჩემპიონატში მონაწილე სხვადასხვა გუნდის წარმომადგენლებს  კონკრეტული საფეხბურთო მატჩების სასურველი შედეგით დასრულებისთვის 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე თანხის სანაცვლოდ წინასწარ ურიგდებოდნენ, შემდეგ კი ონლაინ ტოტალიზატორებში ფსონებს ათავსებდნენ. 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა