მაღაროელთა პროტესტი არ წყდება
ჭიათურაში, გაფიცული მაღაროელები საპროტესტო აქციებს
არ წყვეტენ და მათი მოთხოვნების შესრულებამდე მუშაობაზე უარს ამბობენ.
მომდევნო ერთი
კვირის განმავლობაში გაფიცულები თავიანთ მაღაროებთან შეიკრიბებიან, სადაც მშვიდობიან
საპროტესტო აქციებს გამართავენ. ამ პერიოდის განმავლობაში ახალმა ხელისუფლებამ საგამოძიებო
კომისიის შექმნა უნდა უზრუნველყოს, ხოლო „ჯორჯიან მანგანეზის“ უკრაინელმა ინვესტორმა
მუშების მიერ დაყენებული მოთხოვნების შესრულების გრაფიკი უნდა წარმოადგინოს.
ჭიათურაში მდებარე 7 მაღაროში 3 700-მდე ადამიანია დასაქმებული. თუმცა ამჟამად ყველა მაღარო გაჩერებულია.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 100%
არა - 0%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა