|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დათოიას" მხოლოდ იმით ვგავარ, რომ ორივე ქუთაისელები ვართ"

"ნიუპრესის" სტუმარი "კომედი გრუპის" მსახიობი თემურ პატარიძე - "ქუთაისელი დათოიაა".

 - როგორ მოხვდი "კომედი შოუში" ?
თბილისში"კავეენს"  ვთამაშობდი ქუთაისის 
ნაკრების სახელით. თამაშებს ვანო ჯავახიშვილი ესწრებოდა. მან შემამჩნია და
"კომედი გრუპში" ორთვიანი გამოსაცდელი ვადით ამიყვანა, რაც  წარმატებით გავიარე, შემდეგ ძირითად ჯგუფში მიმიღეს.

რა შეცვალა "კომედი შოუმ " შენში ?

პირველ რიგში ის, რომ ხალხმა გამიცნო და შემიყვარა. გავხდი უფრო შრომისუნარიანი და პასუხილმგებლიანი.

 ქუჩაში გასვლის დროს თუ გცნობენ?

-მიცნობენ, როგორც  "ქუთაისელი დათოიეს".  

"როგორ ხარ, დათოიე", არის შემოძახილები  ქუთაისური ფრაზებითმაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც პატივისცემის გამოხატვა ცოტა უზრდელობაში გადასდით.

-შენი რეაქცია როგორია?

-მაქსიმალურად ვცდილობ, თუ რამე არ მესიამოვნა, 

თავი შევიკავო შენიშვნისგან, რა თქმა უნდა, თუ ძალიან ზედმეტი არ მოუვათ.

-შენს მიერ შენსრულებული პერსონაჟებიდან რომელს გამოარჩევ?

 - იყო ასეთი სკეტჩი "მარიხუანის დეკრიმინალიზაცია". მანდ ვითამაშე  

 და ვფიქრობ, ეგ იყო ყველაზე დადებითი ტიპი ჩემი პერსონაჟებიდან.

-რამდენად გავხარ "ქუთაისელ დათოიას" ?

-მხოლოდიმით რომ ქუთაისელები ვართ ორივე.

- ხასიათით?

-არავითარ შემთხვევაში.

-რთულია იყო წარმატებული ?

-მე რა დონეზეც წარმატებული ვარ, ვფიქრობ, რომ არ არის რთული.

 -სამომავალო გეგმებზე რას გვეტყვი?

 -მომავალის გეგმები არის ის, რომ უფრო განვითარდე ამ სფეროში 

და უფრო მეტად გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობები.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი