რის გამო იჩხუბა აკაკი ბობოხიძემ ახალი მოწვევის პარლამენტში?
საპარლამენტო კომიტეტებში იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანის მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, წულუკიანის მიერ დეპუტატებისთვის საკუთარი პრიორიტეტების გაცნობის შემდეგ, საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა მინისტრობის კანდიდატის მისამართით კითხვები დასვეს. კითხვების ფორმულირება კი უმრავლესობის წევრებმა გააპროტესტეს. თავის მხრივ, წულუკიანის მხრიდან იუსტიციის სამინისტროს მიმართ მწვავე შეფასებებმა იუსტიციის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილეების გიორგი ვაშაძისა და დავით საყვარელიძის გაღიზიანება გამოიწვია.
სხდომაზე სიტყვიერი კამათი დეპუტატებს – აკაკი ბობოხიძესა და ზაზა პაპუაშვილს შორის მოხდა, რომლის დროსაც ბობოხიძემ ოპონენტებს მოუწოდა „დემოკრატობანას თამაშს მოეშვან“.
ავტორი: სოფო ბობოხიძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 1 ხმა